რა მიზნით მოიპარეს კომპანია “Bahlsen”-ის მთავარი სიმბოლო – “მოოქროვილი ორცხობილა”?
2013 წლის იანვრის ერთ წვიმიან ღამეს გერმანიის ქალაქ ჰანოვერში განთავსებული გერმანული საკონდიტრო კომპანიის - “Bahlsen”-ის მთავარი ოფისის ცენტრალურ შესასვლელთან დამონტაჟებული კომპანიის 20 კილოგრამი მასის მქონე საფირმო ემბლემა – “მოოქროვილი ორცხობილა” მოიპარეს. (ავტორი გენია.ჯი) კომპანიის ხელმძღვანელობამ დილით დანაშაულის ადგილას უცნობი პირის მიერ დაწერილი წერილი იპოვა.წერილის ინკოგნიტო ავტორი კომპანიის ხელმძღვანელობას აუწყებდა,რომ თუკი ისინი მის მიერ წერილში მითითებულ ორმოცდათორმეტ საქველმოქმედო ორგანიზაციას 52 000 კოლოფ მხოლოდ და მხოლოდ შოკოლადისაგან დამზადებულ ორცხობილას ქველმოქმედების სახით გაუგზავნიდნენ,ასეთ შემთხვევაში ისინი დაკარგულ სიმბოლოს უკანვე დაიბრუნებდნენ.თუ არა და, მათთვის ძვირფას ემბლემას ან გაანადგურებდა,ან სანაგვეში მოისვრიდა.გარდა ამისა,როგორც მოპარული “მოოქროვილი ორცხობილის” მოძიების საქმეში გაწეული დახმარებისათვის,ჯილდოდ სახით – 1 000 ევროს ითხოვდა,რომელიც ჰამნოვერში განთავსებული “ცხოველთა თავშესაფრის” ანგარიშზე უნდა დაერიცხათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ 1889 წელს დაარსებული ”Bahlsen”-ის კომპანიისათვის უცნობი პირის მიერ მოპარული ემბლემა დიდ ისტორიულ ფასეულობასთან ასოცირდებოდა,რის გამოც მათ სრულად დააკმაყოფილეს წაყენებული მოთხოვნა და წერილში მითითებულ ორმოცდათორმეტივე საქველმოქმედო ორგანიზაციას 52 000 კოლოფი შოკოლადის ორცხობილა მიაწოდეს,ხოლო “ცხოველთა თავშესაფრის” ანგარიშზე კი მოთხოვნილი – 1 000 ევრო დარიცხეს.მას შემდეგ კი,რაც უცნობი პირის მიერ წაყენებული ყველა მოთხოვნა სრულიად იქნა დაკმაყოფილებული,”Bahlsen”-ის კომპანიას უკანვე დაუბრუნდა მოპარული ემბლემა. (ავტორი გენია.ჯი)