ალექსანდრე ვინოგრადოვის ფილოსოფიიდან…
”როდესაც ჟამთასვლას ახალი გზა გაჰყავს და დედამიწის ზედაპირს ახალი ნაოჭი დააჩნდება,მაშინ ძველი გზები,როგორც პირისახის ძველი ნაოჭები,კარგავენ თავის წინანდელ მოხაზულობას – დედამიწის ქვეყნებს შორის ისტორიის მიერ გაყვანილი გზები სასწაულებრივ ცვლილებას განიცდიან.ერთნი გვანცვიფრებენ თავიანთი სიახლით,გაცხოველებული მოძრაობით,მეორენი თავიანთ სიდიადეს კვლავ დიდხანს ინარჩუნებენ,მაგრამ თანდათან ყრუვდებიან,მყუდროებაში იძირებიან.ბალახი გზას იკვლევს ქვის ფილებს შორის და, ბოლოს, ხეები დაუძლეველი სიცოცხლის ძლიერი მოწოლით ქვებს ამოამტვრევენ.ფრინველები და ნადირები ივიწყებენ,რომ აქ,ამ გზებზე,ოდესღაც ეტლები დარბოდნენ და ადამიანი დაიარებოდა.საუკუნო მომსახურებისათვის გათვალისწინებული გზები თუმცა ინარჩუნებენ თავიანთ ძველ გამძლეობას,მაგრამ გამოუყენებელნი რჩებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)