ივანე ისაკოვი – “ეპიზოდი”
როდესაც საბჭოთა კავშირის ფლოტის მომავალ ადმირალს – ივანე ისაკოვს (1894-1967 წლები) მთავარმა ქირურგმა პეტროვმა უთხრა,რომ ბრძოლაში მიღებული საშინელი ჭრილობის გამო ფეხი უნდა მოეკვეთად,შეშფოთებულმა წარმოთქვა: “ექიმო,ფეხი ჯანდაბას,თავი,თავი გადამირჩინეთ!” (ავტორი გენია.ჯი)
ზემოაღნიშნული მოვლენიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდგომ,ცალი ფეხით დაინვალიდებული ისაკოვი თავისთან დაიბარა საბჭოთა გენსეკმა – იოსებ სტალინმა.
- ამხანაგო ისაკოვ,ჩვენ იძულებულნი გავხდით მოგმართოთ,თქვენ,შეკითხვებით,თუ შეძლებთ აღმოგვიჩინოთ დახმარება და დაამყაროთ წესრიგი საზღვაო სამმართველოს შტაბში?
- ამხანაგო სტალინ! – მიუგო ისაკოვმა, – მე ვცდილობ და ვაკეთებ,რაც შემიძლია!
- ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.თქვენ აკეთებთ როგორც ნარკომის მოადგილე.მე ვიცი,თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ.რა იქნება,რომ თქვენ დაგნიშნოთ მთავარი საფლოტო შტაბის უფროსად?
- ამხანაგო სტალინ! მე მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო,მაგრამ მე ხომ ცალი ფეხი მაქვს და გამიძნელდება გემებზე ასვლა და ჩამოსვლა.
ადმირალის ასეთ პასუხსე ბელადს გაეღიმა და კვლავ მიმართა მას: – ესაა ერთადერთი ნაკლი,რომელზედაც თქვენ აუცილებლად უნდა მომახსენოთ? – (ავტორი გენია.ჯი)
- დიახ,ამხანაგო სტალინ!
- ეგ არაფერია,ამხანაგო ისაკოვ! ჩვენ ადრე შტაბის უფროსი გვყავდა,რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა თავი,მაგრამ მაინც მუშაობდა,თქვენ კი ფეხი არა გაქვთ.უკეთესია ამ პოსტზე მყავდეს კარგი საქმის მცოდნე სპეციალისტი თავით,ერთი ფეხის გარეშე,ვიდრე ორფეხიანი და უთავო! ასე რომ თქვენი საკითხი გადაჭრილია,ამხანაგო ისაკოვ,მიბრძანდით და იმუშავეთ! – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სულ რამდენიმე ხანში,ისაკოვის მოღვაწეობამ იმდენად წარმატებული შედეგი გამოიღო ფლოტში,რომ მას “საბჭოთა გმირის საპატიო წოდება” მიანიჭეს. (ავტორი გენია.ჯი)