ელისაბედ ფრაი – “ეპიზოდი”
“ციხეების ანგელოზად” წოდებული - ელისაბედ ფრაი (1780-1845 წლები) – წარმოადგენდა ინგლისელ სოციალურ აქტივისტ ქალბატონს,რომელმაც უდიდესი წვლილი დაიდო ბრიტანული სასჯელთაღსრულების სისტემის რეფორმაციაში. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი პირველი ინგლისელი ფემინისტი ქალის უშუალო ძალისხმევითა და ფინანსებით ინგლისში გახსნილი იქნა უსახლკაროთათვის თავშესაფარი,ობოლ გოგონათათვის და მცირეწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სკოლები და პირველი ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაცია.გარდა ამისა,მისივე ინიციატივით ინგლისის პენინეტციალურ სისტემაში განხორციელებული იქნა ერთობ წარმატებული და ჰუმანიზმზე დამყარებული რეფორმა,რამაც სამუდამოდ უკდავყო კიდეც მისი სახელი.ელისაბედი ხშირად სტუმრობდა ციხის საავადმყოფოებსაც,სადაც ძირითადად ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულები იყვნენ განთავსებულნი.მისი დამსახურება იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ ქვეყნის წინაშე,რომ დედოფალ ელისაბედის შემდეგ,პირველი და ერთადერთი ქალი გახდა,რომლის პორტრეტიც აღბეჭდილი იქნა ბრიტანულ ბანკნოტებზე,კერძოდ 5 ფუნტის ნომინალურ ბანკნოტზე. 2013 წელს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ ბანკნოტები ახალი ბანკნოტებით ჩაენაცვლებინა.ინგლისელი ფემინისტების აღშფოთება გამოიწვია იმან,რომ ელისაბედს ფრაის პორტრეტის ნაცვლად ახალ ბანკნოტზე დატანილი უნდა ყოფილიყო უინსტონ ჩერჩილის პორტრეტი.ფემინისტებმა ხელისუფლება ქალთა უფლებების დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს და ინგლისის ეროვნულ ბანკს სასამართლოში უჩივლეს. და რადგანაც წარმატებას ვერ მიაღწიეს,ხელისუფლებას შესთავაზეს ახალ ფულად ბანკნოტებზე ჩაერჩილის ნაცვლად მათ მიერ მიწოდებული კანდიდატურებიდან აერჩიათ ერთ-ერთი.კანდიდატებს შორის დასახელებული იქნენ – მერი უოლსტონკრაფტი,მერი სიკოული და როზალინდ ფრანკლინი.
მიუხედავად ამისა,ინგლისის ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა,თუმცა-კი პირობა დადო,რომ 2017 წელს გამოშვებულ 10 ფუნტის ნომინალურ ბანკნოტზე გამოსახული იქნება დიდი ინგლისელი მწერალი ქალის – ჯეინ ოსტინის პორტრეტი. (ავტორი გენია.ჯი)
ელისაბედ ფრაის პორტრეტი ხუთ ფუნტიან ფულად ბანკნოტზე