ჯორჯ ბესტი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,”მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი – ჯორჯ ბესტი (1946-2005 წლები) სპორტული ავტომობილებისა და სუსტი სქესის წარმომადგენლების დიდი მოტრფიალე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ბესტის პირველი მეუღლე (იგი სულ ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში) – ენჯელა მაკდონალდ-ჯეინსი ქმრის ღალატს მეტად მშვიდად ხვდებოდა და აცხადებდა: “ჯორჯთან მხოლოდ მაშინ არიან უცხო ქქალები,როდესაც იგი მთვრალია.მე კი მასთან ვარ მაშინ,როდესაც ის ფხიზელია”.თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ბესტის ყველაზე დიდ გატაცებას მაინც ალკოჰოლის განსაკუთრებული სიყვარული წარმოადგენდა,რის გამოც არა ერთხელ მოხვედრილა მეტად უსიამოვნო სიტუაციებში.მან ალკოჰოლზე უარი იმ დროსაც კი ვერ თქვა,როცა ალკოლოლისავე მიზეზით ღვიძლის ციროზი განუვითარდა.მას შემდეგ,რაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ღვიძლის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა,თავის მავნე ჩვევაზე ბესტმა მაინც ვერ თქვა უარი და კვლავაც განაგრძო ალკოჰოლური სასმელების მიღება.შედეგად ჯორჯ ბესტი 2005 წლის25 ნოემბერს გარდაიცვალა.
“როდესაც მე მოვკვდები,მსურს,რომ მომიგონონ,როგორც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. და როდესაც ეს დღე დადგება,მაშინ აღარავის გაახსენდება არც ალკოჰოლი,არც ქალები და არც სწრაფი ავტომობილები”, – იმედოვნებდა ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა და არც ცდებოდა,რადგან იგი აღიარეს კიდეც ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. (ავტორი გენია.ჯი)