ნიშანდობლივი ფაქტები – „ნიახურის” შესახებ…
ქოლგოსანთა ოჯახის ბოსტნეული მცენარის - ნიახურის შესახებ ცნობები დასაბამს უძველესი ეპოქებიდან იღებს. მაგალითად, ანტიკური პერიოდის ქალაქ-სახელმწიფო – კართაგენში მცხოვრებნი ნიახურს ბაღებში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეების გვერდით რგავდნენ. გარდა ამისა, იგი გამოსახული გახლდათ ძველ სარდინიულ მონეტებზე (ქალი ლარნაკში აწყობს ნიახურის ფოთლებს). (ავტორი გენია.ჯი) უნიკალური პოლისაქარიდების შემცველი მცენარის გამოსახულებები, ლოტუსის, ზეთის ხილისა და ტირიფის გამოსახულებებთან ერთად არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ლეგენდარული ეგვიპტის ფარაონის – ტუტანჰამონის აკლდამაში.ნიახური ასევე მოხსენიებული აქვს ჰომეროსს თავის უკვდავ პოემებში – “ილიადა” და “ოდისეა”.მაგალითად,კალიფსოს მღვიმე გარშემორტყმულია ველური ნიახურის მდელოებით.ანტიკური მედიცინის რეფორმატორი – ჰიპოკრატე,თავის ნაშრომებში შენიშნავდა,რომ ნიახურის მიღება ადამიანებს ნერვების დამშვიდების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ ლეგენდარული მიჯნურების – ტრისტანისა და იზოლდას უსაყვარლესი სასმელი ნიახურისაგან დამზადებული წვენი გახლდათ.ცნობილია ისიც,რომ ძველ რომში ნიახურს აფროაზიაკად მიიჩნევდნენ (ნივთიერება რომლებიც ასტიმულირებს ან აძლიერებს სქესობრივ ლტოლვას ან მოქმედებებს).აღნიშნული მცენარე მოხსენიებულია ვულკანის შედეგად ტრაგიკულად განადგურებული ქალაქის – პომპეის უძველეს ჩანაწერებში.დიდი რომაელი ექიმი და ფილოსოფოსი – აულიუს კორნელიუს ცელსიუსი გვამცნობს,რომ ძვ.წ.აღ-ით I საუკუნეში ნიახურს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენებდნენ.
პირველი წერილობითი ცნობები,რომელიც რუსულ ანალებში ნიახურს აღწერს – 1623 წელს შედგენილ დოკუმენტებში გვხვდება. (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებული პოპულარობა ამ მცენარეს რუსეთის იმპერატორმა – ეკატერინე II-მ შესძინა,რომელიც თავის ქვეშევრდომებს მაგალითს აძლევდა,რათა მათაც ხშირად მიეღოთ ამ მეტად ნაკლებად კალორიული ბოსტნეული მცენარისაგან დამზადებული კერძები.
თუმცა ამ მხრივ,არა მხოლოდ ეკატერინე II, არამედ საფრანგეთის მეფის – ლუი XV-ის საყოველთაოდ ცნობილი ფავორიტი ქალი – მადამ დე პომპადურიც გამოირჩეოდა.მისი დილის საკვები რაციონი უმეტესწილად ნიახურით გაჯერებული სუპებით შედგებოდა.როგორც იმ ეპოქის ისტორიკოსები ირწმუნებიან,მადამ დე პომპადური მიიჩნევდა,რომ ნიახური ვნების ამღძვრელი მცენარე იყო და მისგან დამზადებულ სუპებს ლუისაც ხშირად აღებინებდა.
ნიახურის ჭამის სიყვარულით გამოირჩეოდა მსოფლიოში სახელგანთქმული ქალების მოტრფიალე ავანტიურისტი – ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა,რომელიც მადამ დე პომპადურის მსგავსად მიიჩნევდა,რომ აღნიშნული მცენარით კვებას ენერგიის განსაკუთრებული მოზღვავება ახლდა თან. (ავტორი გენია.ჯი)
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიახური პირველად 1856 წელს ჩაიტანა შოტლანდიელმა – ჯორჯ ტეილორმა.ცნობილია ისიც,რომ ოჰაიოს შტატში არსებული ქალაქი – სეპერივილი დაარსებული იქნა იმ ფერმერების მიერ,რომლებსაც თავიანთ ფერმებში ნიახური მოჰყავდათ.მიჩიგანის შტატის ქალაქ – პორტაჯში კი დღემდე ფუნქციონირებს “ნიახურის მუზეუმი”. (ავტორი გენია.ჯი)