იონ გრანი – “ეპიზოდი”
2010 წელს ატლანტის ოკანეში შუა ატლანტიკურ ქედზე მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო – ისლანდიის რესპუბლიკაში ჩატარებული იქნა ქვეყნის დედაქალაქის მერის არჩევნები. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატად კენჭს იყრიდა ცნობილი ისლანდიელი კომიკოსი მსახიობი – იონ გრანი.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბავშვობაში დისლექსიით დაავადებულ იონს (განისაზღვრება,როგორც სწავლის უუნარობა) მედიკოსებმა შეცდომით აბსოლუტუირად სხვა დიაგნოზი,კერძოდ – გონებრივი ჩამორჩენილობა” დაუსვეს,თუმცა მოგვიანებით მედიკოსებმა თავიანთი შეცდომა გამოასწორეს და დიაგნოზად – “ყურადღებისა და ჰიპერაქტიურობის დეფიციტის სინდრომი” აღიარეს.გრანს უმაღლეს სასწავლებელის კარი არასოდეს შეუღია და შესაბამისად,არც უმაღლესი განათლება მიუღია.გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომიკოს მსახიობად იმუშავა,შემდგომ კი ტაქსისტად.მიუხედავად იმისა,რომ იონს არავითარი პოილიტიკური გამოცდილება არ გააჩნდა, 2010 წელს პოლიტიკური პარტია,სახელწოდებით – “უკეთესი პარტია” დააარსა,რომელშიც თავის მსგავსად,არც ერთი პოლიტიკოსი არ ირიცხებოდა.”უკეთესი პარტია” შედგებოდა ისეთი პროფესიის ადამიანებისაგან,როგორებიცაა – მსახიობები,მუსიკოსები,მხატვრები და კომიკოსები. და მოხდა მართლაც გასაოცარი ფაქტი,რეიკიავიკის მოსახლეობის 34,7-მა პროცენტმა მხარი პოლიტიკურ საკითხებში სრულ დილეტანტს,კომიკოს მსახიობსა და ყოფილ ტაქსისტს – იონ გრანს დაუჭირა და იგი ისლანდიის უდიდესი ქალაქის მერად აირჩია.აღნიშნული პოსტი გრანს 2014 წლამდე ეკავა. (ავტოპრი გენია.ჯი)