ლევ ტოლსტოი წერდა…

„რომელმა პარტიამაც კი არ უნდა გაიმარჯვოს, იგი იძულებულია ძალაუფლების შესანარჩუნებლად არა მხოლოდ ძალმომრეობის ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს, არამედ კიდევ ახლებიც მოიგონოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაზე ძნელი რამ ჯერაც ვერ ვისწავლე: კაცობრიობის ნაცვლად ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანთა სიყვარულია. ღმერთო, მიშველე, ღმერთო, მიშველე!”

* * *

„ღმერთმა თავისი აზრები გააბნია კაცთა შორის და არავინ უწყის, საკუთარ აზრებს ლაპარაკობს, თუ ღვთისას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე წმინდანი არა ვარ, არა, მე არ უნდა ვასწავლიდე ადამიანებს. მე მხოლოდ ერთი იმათგანი ვარ, ვისაც ღმერთმა უფრო გამჭრიახი თვალი და უკეთესი გრძნობის ორგანოები მოჰმადლა, ვიდრე ათასობით სხვას, რათა ვაქო და ვადიდო მისი სამყარო”.

* * *

„ღმერთმა იმისთვის კი არ მომიწოდა, რომ მისი აზრები ამოვიცნო, არამედ მის მიერ შექმნილი ქვეყნიერება აღვწერო”.

* * *

„საკუთრება ყველა უბედურებისა და სატანჯველის ძირია და შეჯიბრების საშიშროება იმათ შორის არსებობს,ვინც ჭარბად ფლობს მას და ვისაც არაფერი გააჩნია. რადგან იმისათვის, რომ თავი შეინარჩუნოს, საკუთრებამ უნდა თავი დაიცვას და შეტევაზეც კი გადავიდეს, ძალმომრეობაა საჭირო საკუთრების მოსახვეჭად, საჭიროა მის გასაზრდელად, საჭიროა მის დასაცავად. ამიტომ საკუთრება სახელმწიფოს წარმოშობს თავის დასაცავად, სახელმწიფო კიდევ, რათა დამკვიდრდეს: ჯარს, მართლმსაჯულებას, ძალდატანების მთელ სისტემას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთრების დაცვას ემსახურება, და ვინც სახელმწიფოს ეგუება და აღიარებს, სულით ამ ძალმომრეობის პრინციპის მონა-მორჩილი ხდება. თანადროულ სახელმწიფოში თვით გარეგნულად თითქოსდა დამოუკიდებელი ინტელიგენტური ადამიანები, ისე რომ თვითონ წარმოდგენაც არა აქვთ, ემსახურებიან მცირერიცხოვან რჩეულთათვის საკუთრების შენარჩუნების საქმეს, თვით ქრისტიანული ეკლესიაც კი”.

* * *

„გონების წინააღმდეგ წასვლა იგივეა, რაც სხივების დაჭერის ცდა; რამდენიც უნდა ეცადო სხივის დაფარვა, ის მაინც მუდამ ზევიდან აღმოჩნდება”.

* * *

„მაინც რა დიდებულია, როცა ადამიანი ლამაზია!”

* * *

„ჩემს მიერ დაწერილ ჩემივე ბიოგრაფიას, მართალია, დიდი ნაკლოვანებები ექნება, მაგრამ მაინც უფრო მოუტანს სარგებლობას ადამიანებს, ვიდრე მთელი ის ჩემი მხატვრული ნაყალბევი, რომლითაც ჩემი თხზულებების 12 ტომია გავსებული და რომელსაც ჩვენი დროის ადამიანები დაუმსახურებელ მნიშვნელობას მიაწერენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მე ადამიანები დამიხოცავს ომში, დუელში გამომიწვევია კაცი და მოსაკლავად გამიმეტებია, ბანქოში წამიგია, გლეხების ნაოფლარი გამიფლანგავს, დამისჯია ისინი, მიმრუშია, მიცრუია. სიცრუე, ქურდობა, გულაგრძნილობა ყველანაირი, ლოთობა, ძალმომრეობა, მკვლელობა… არ არსებობს დანაშაული, რომელიც არ ჩამედინოს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>