როგორ გაუსწორდა თემურლენგი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის მოსახლეობას?
მას შემდგომ,რაც გათურქებულმა მონღოლმა მხედართმთავარმა და საქართველოს დაუძინებელმა მტერმა – “კოჭლმა თემურმა” (1336-1405 წლები),ანუ – თემურლენგმა - XV საუკუნის დასაწყისში სისხლში ჩაახშო სპარსეთში დაწყებული აჯანყება და 1400 წელს დაიკავა სირიაში განთავსებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი – ჰალაბი (თანამედროვე – ალეპო),მის მიერვე ალეპოს აღებამდე დადებული პირობა გაიხსენა: (ავტორი გენია.ჯი) მისი პირობის თანახმად,ალეპოს დაპყრობის შემდეგ ქალაქში მაცხოვრებელი არც ერთი მუსულმანის სისხლი არ დაიღვრებოდა.ამ სისასტიკით სახელგანთქმულმა კაცმა,თავისი პირობა მართლაც შეასრულა,თუმცა ერთობ სადისტური ფორმით.მისი ბრძანებით,თემურლენგის პირსისხლიანმა ჯალათებმა ალეპოში მაცხოვრებელი ქრისტიანი მოსახლეობა სრულიად გაჟლიტა,ხოლო მუსლიმანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი – ცოცხლად დამარხა.სწორედ აღნიშნული ქალაქის გალავნთან ააგებინა მან ათასობით თავის ქალისაგან უზარმაზარი მოცულობის მქონე პირამიდა (ზოგიერთი ვერსიით – 70 000 თავის ქალისგან). – (ავტორი გენია.ჯი)