“სტეთოსკოპის” გამოგონების ისტორიიდან…
შინაგანი ორგანოების მოსმენა-დაკვირვებისათვის საჭირო ყველასათვის ცნობილი სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყო - “სტეთოსკოპი” გამოგონებული იქნა 1816 წელს ფრანგი ექიმისა და ანატომის - რენე თეოფილ გიაცინტ ლაენეკის (1781-1826 წლები) მიერ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სწორედ ლაენეკი გახლდათ ის მედიკოსი,რომლის სახელთან ასოცირდება აუსკულატციის დიაგნოსტიკური მეთოდის გამოგონებაც (შინაგანი ორგანოების გამოკვლევის მეთოდი – ორგანოებში წარმოშობილი ხმების მიხედვით). (ავტორი გენია.ჯი) სტეთოსკოპის გამოგონების უმთავრეს მიზეზად იქცა ის გარემოება,რომ რენე მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა იმ პერიოდში დამკვიდრებული წესის თანახმად პაციენტის სხეულის არეზე ყურის მიდების საშუელბით დაესვა დაიგნოზი,რის გამოც ამ საქმისათვის თავდაპირველად ქაღალდის დახვეული ფურცელი გამოიყენა.შედეგად,მან დაადგინა,რომ ასეთი საშუალება ბევრად უფრო პროფილაქტიკური იყო და მალევე დახვეული ქაღალდის ფურცელი ბამბუკისაგან დამზადებული სტეთოსკოპით ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა,რომ წლების გასვლასთან ერთად დახვეწილი იქნა სტეთოსკოპის მოწყობილობა,მისი მოხმარების პრინციპი მაინც არ შეცვლილა. (ავტორი გენია.ჯი)
რენე ლაენეკის მიერ დამზადებული სტეთოსკოპი
თანამედროვე პერიოდის სტეთოსკოპი