რა შინაარსის მქონე წერილი დაუტოვა ლევ ტოლსტოიმ სახლიდან სამუდამოდ წასვლის წინ მეუღლეს?
მას შემდგომ,რაც ანტონ ჩეხოვის მიერ – “ყველაზე ადამიანურ ადამიანად” წოდებულმა გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და მოაზროვნემ – ლევ ტოლსტოიმ (1828-1910 წლები) სოფელ იასნაია-პოლიანაში განთავსებული საკუთარი სახლი სამუდამოდ დასტოვა და ყველასაგან მალულად გაიპარა,წასვლის წინ მის მეუღლეს – სოფია ბერსს შემდეგი სახის წერილი დაუტოვა:
“მე გადავწყვიტე წავსულიყავი,რადგან,ჯერ ერთი,ეს ცხოვრება,რაც წლები გადის,სულ უფრო და უფრო მიხუთავს სულს და უსაზღვროდ მენატრება მარტოობა, და მეორეც,შვილები ახლა უკვე წამოიზარდნენ და ჩემი შინ ყოფნა ზედმეტია… მთავარი კი ის არის,რომ – ინდოელთა მსგავსად,რომლებიც ტყეს აფარებენ თავს,როგორც კი სამოც წელს მიაღწევენ ხოლმე, – ყოველ რელიგიურ ადამიანს მოხუცებულობაში მოთხოვნილება უჩნდება თავისი უკანასკნელი წლები ღმერთს მიუძღვნას და არა ხუმრობასა და თავშექცევას,ჭორაობასა და ჩოგბურთს.ასევე ჩემს სულსაც სამოცდაათი წლის ასაკში,რაც ძალი და ღონე შესწევს,მარტოობა და სიმშვიდე სწყურია,რათა სინდისის უქენჯნელად ვიცხოვრო ანდა,თუ ეს მთლიანად ვერ ხერხდება,ჩემს ცხოვრებასა და რწმენას შორის მღაღადებელ წინააღმდეგობას მაინც ავარიდო თავი”. (ავტორი გენია.ჯი)