რატომ დაასრულეს სიცოცხლე სუიციდით ემილიო სალგარიმ,ედუარდ სტაჩურამ და ხოსე ასუნსიონ სილვამ?
“იტალიელ ჟიულ ვერნად” წოდებულმა სათავგადასავლო და ისტორიული ნაწარმოებების ცნობილმა ავტორმა - ემილიო სალგარიმ (1862-1911 წლები),რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ფინანსურ კრიზისს განიცდიდა,ოჯახში წარმოქმნილი პრობლემებისა და უამრავი ვალების გამოისობით, 1911 წლის 25 აპრილს 48 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.მან ისეთივე მეთოდით მოისწრაფა სიცოცხლე,როგორც იაპონელი სამურაები ისწრაფებდნენ – ჰარაკირით. (ავტორი გენია.ჯი)
გამოჩენილი პოლონელი პოეტი,პროზაიკოსი და მთარგმნელი - ედუარდ სტაჩურა (1937-1979 წლები),რომელსაც ზედსახელად – “წმინდა ფრანცისკი ჯინსებში” შეარქვეს,ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ თავის მწერალ მეუღლეს დასცილდა.აღნიშნულმა ფაქტმა მისი სულიერი და მორალური მდგომარეობა იმდენად დაამძიმა,რომ სუიციდის ჩადენა სცადა და მატარებელს ბორბლებში ჩაუვარდა,თუმცა საბედნიეროდ გადარჩა (მხოლოდ თითები დაკარგა).მალევე მას მედიკოსებმა დიაგნოზად “მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი” დაუდგინეს. 1979 წელს ედუარდმა კვლავაც სცადა სუიციდის ჩადენა და 1979 წლის 24 ივლისს ვარშავაში განთავსებულ საკუთარ ბინაში თავი ჩამოიხრჩო. (ავტორი გენია.ჯი)
ესპანურ-ამერიკული მოდერნიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელ კოლუმბიელ პოეტს – ხოსე ასუნსიონ სილვას (1865-1896 წლები),თავისი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი უსიამოვნება დაატყდა თავს.ჯერ იყო და სიცოცხლეს გამოეთხოვა სილვას ახალგაზრდა და – ელვირა.შემდგომ დიდ ვალებში ჩაეფლო,ხოლოდ ბოლოს კი კარიბის ზღვაში მომხდარი გემის კატასროფისას მთელი მისი ტომებად შეკრული შემოქმედება ზღვის ფსკერზხე აღმოჩნდა.ეს უსიამოვნება პოეტისათვის გადაულახავი წინაღობა აღმოჩნდა.მიუხედავად იმისა,რომ 150 ლექსი და ერთი რომანი,სახელწოდებით – “სადილის შემდეგ” გონებაში აღადგინა და ფურცლებზეც დაიტანა,მაინც თვითმკვლელობის ჩადენა გადაწყვიტა.სუიციდამდე რამდენიმე დღით ადრე,ხოსემ პირადი ექიმი ინახულა და დაჟინებით მოსთხოვა ზუსტად ეჩვენებინა ის ადგილი სხეულზე,სადაც გული მდებარეობდა.მალევე,სწორედ იმ ადგილას,სადაც ექიმმა გულის ადგილმდებარეობა უჩვენა,პოეტმა რევოლვერი დაიმიზნა და 1896 წლის 23 მაისს სასხლეტსაც გამოჰკრა ხელი. (ავტორი გენია.ჯი)