ნიკოლაი გუმილიოვი – “ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით!”
“უკანასკნელ პერიოდში გამუდმებით სიკვდილზე ვფიქრობ.გამუდმებით არა,ხშირად.განსაკუთრებით ღამით.ადამიანის მთელი ცხოვრება რაოდენ წარმატებული და ბედნიერიც არ უნდა იყოს,მაინც ტრაგიკული დასასრული აქვს,რადგან იგი გარდაუვალად სიკვდილით მთავრდება.რაც უნდა ეცადო,მაინც სიკვდილი მოგიწევს.ჩვენ,ყველას დაბადებიდანვე სიკვდილი გვაქვს მისჯილი და მაშასადამე,ჩვენ,ყველანი,დაბადებისთანავე სიკვდილმისჯილები ვხდებით! (ავტორი გენია.ჯი) და ველოდებით,თუ როდის მოგვიკაკუნებს სიკვდილი გარიჟრაჟისას კარზე.ან ჩამოხრჩობა,ან გილიოტინირება,ან კიდევ ელექტრო სკამი.ვის როგორ.
მე რა თქმა უნდა კადნიერად ვოცნებობ,რომ საწოლში არ მოვკვდე რომელიმე ნოტარიუსისა თუ ექიმის თვალწინ.თუნდაც ომშიც რომ მომკლან,ეს მაინც იმას ნიშნავს,რომ სიკვდილი მაქვს მისჯილი.მას ვერსად გავექცევით.ერთადერთი გამათანასწორებელი ადამიანებისა,სიკვდილის წინაშე მათი თანასწორობაა.მიუხედავად იმისა,რომ მეტად ბანალური აზრებია,მე მაინც მაღელვებს იგი. და მაღელვებს არა მხოლოდ ის,რომ მე ოდესღაც მოვკვდები,არამედ ის,თუ რა იქნება სიკვდილის შემდეგ.
და იქნება კი საერთოდ რაიმე?! თუ ყველაფერი აქვე,მიწაზე დასრულდება?!
მწამს,ღმერთო,მწამს,დაეხმარე ჩემს ურწმუნოებას…” – (ავტორი გენია.ჯი)