ნოჰურის უჩვეულო სასაფლაო

ცენტრალურ აზიაში განთავსებულ ქვეყანაში – თურქმენეთის რესპუბლიკაში,ირანის საზღვრის სიახლოვეს,ქოფეთდაღის მთათა სისტემაში ზღვის დონიდან 1 000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს დასახლება – ნოჰური,სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს უძველეს ტრადიციებს,წარმართულ რწმენასა და რიტუალებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ დასახლებაზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ ნოჰურის ტერიტორიაზე არსებობს ერთობ უცნაური და უჩვეულო სასაფლაო,სადაც თითოეული საფლავი შემკულია ჯიხვისა და არხარის გარეული ცხვრის რქებით.ადგილობრივების რწმენით,მხოლოდ და მხოლოდ ამ ჩლიქოსანი “ალპინისტების” სულებს ძალუძთ გარდაცვლილი ადამიანების სულებს ესოდენ მაღალი და რთული კლდოვანი გზები გადაალახინონ და ზეცამდე მიაღწევინონ.შესაბამისად,ხელი შეუწყონ მათ მარადიულ სასუფეველში დამკვიდრებას.თუკი საფლავზე აღმართულ ბოძებს კარგად დავაკვირდებით,აღმოვაჩენთ,რომ მათი გარკვეული ნაწილი წითელი ფერით არის შეღებილი.წითელი ფერი კი თავის მხრივ,ნოჰურის მოსახლეობაში ასოცირდება როგორც სიკვდილთან,იმავდროულად ახალი სიცოცხლის საწყისთანაც. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>