რა ხდება პიგმეებში წარმატებული და წარუმატებელი ნადირობის შემთხვევაში?
ცნობილია,რომ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში მაცხოვრებელი დაბალსიმაღლიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხის – პიგმეებისათვის,სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებელ წყაროს ტყე,ხოლო საქმიანობას ნადირობა წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში თუკი პიგმეელი მონადირეებისათვის ნადირობა წარუმატებელი აღმოჩნდა,ისინი თავიანთ დასახლებებში ერთობ მოწყენილნი,თავჩახრილნი და ნელი გადაადგილებით შედიან.ძაღლებს კი,რომლებიც სანადიროდ ჰყავდათ წაყვანილი,ყელზე გაკეთებულ ზანზალაკებს ისე უმაგრებენ,რომ ისინი ხმას არ გამოსცემდნენ.თუმცა ასეთ დროს არა მხოლოდ ძაღლების ზანზალაკები დუმან,არამედ თავად მონადირეებიც.ასეთი სურათის ხილვას კი ჩვენის მხრივ,შესაძლოა თამამად ვუწოდოთ – “პიგმეელი მონადირეების მწუხარე მსვლელობა”.
წარუმატებელი ნადირობა არა მხოლოდ პიგმეელ მონადირეებში იწვევს განსაკუთრებულ წუხილს,არამედ მთელ მათ დასახლებაშიც.
იმ შემთხვევაში კი,თუ ნადირობა წარმატებული აღმოჩნდა,პიგმეელთა სოფლებში დიდი სიხარული და ჟრიამული სუფევს.მონადირეები წარუმატებელი ნადირობისაგან განსხვავებით,თავიანთ დასახლებებში თავაწეულნი და ამაყი სახეებით შედიან.სოფლების მაცხოვრებელი მანდილოსნები ფოთლებისა და ყვავილებისაგან სპეციალურად ამზადებენ ხალიჩებს,რათა მათზე დიდი პატივით დასვან მონადირეები.ამ დროს პიგმეების სხვა ფენის წარმომადგენლები ნანადირევს ტყავს აძრობენ,შინაგან ორგანოებს კვეთენ,რომლებსაც ძაღლებს აჭმევენ და იწყებენ ნანადირევის გაყოფას.ნანადირევის გაყოფის პროცესში ფოთლებისა და ყვავილებისაგან სპეციალურად დამზადებულ ხალიჩებზე მსხდომ მონადირეებს ისეთი გამომეტყველები აქვთ,თითქოს რაც მათ ირგვლივ ხდება,საერთოდ არ ეხებათ.საუკეთესო ნანადირევის ნაწილი,იმ მონადირეს გადაეცემა,რომელმაც შეიწირა ესა თუ ის ცხოველი.სხვა განაწილებულ ხორცს კი პიგმეელი ქალები სახელდახელოდ გაჩენილ ცეცხლზე წვავენ,თუმცა იშვიათად აბრუნებენ მათ ცეცხლზე.შესაბამისად,ნანადირევი ხორცი ცალი მხრით შემწვარია,ხოლო ცალი მხრით არა.მას შემდგომ,რაც პიგმეები კარგად დანაყრდებიან,ბედნიერნი თავიანთ ტრადიციულ სიმღერებს მღერიან და ასე ასრულებენ წარმატებულ სანადირო დღეს. (ავტორი გენია.ჯი)