ჩაგანის ტბა – (ატომური ტბა)
ჩაგანის ტბა – წარმოადგენს ცენტრალურ აზიაში განთავსებული ტრანსკონტინენტურ ქვეყანაში – ყაზახეთის რესპუბლიკაში,კერძოდ სემიპალატინსკის პოლიგონის ტერიტორიაზე არსებულ ტბას,რომელიც ხელოვნურად წარმოიქმნა პროექტ “ჩაგანის” – ფარგლებში 1965 წლის 15 აინვარს განხორციელებული 170 კილოტონის სიმძლავრის მქონე თერმობირთვული აფეთქების შედეგად. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნულის გამო მოიხსენიებენ მას,როგორც – “ატომური ტბა”.ატომური აფეთქება განხორციელებული იქნა გრინვიჩის დროით დილის 5 საათსა და 59 წუთზე მდინარე ჩაგანის სიახლოვეს მდებარე ჭალაში,მიწის ქვემოთ 178 მეტრ სიღრმეზე.საბჭოთა კავშირის მიერ ეგრეთ წოდებული “სამშვიდობო მიზნებით” განხორციელებული თერმობირთვული აფეთქების შედეგად წარმოიშვა უზარმაზარი ღრმული,რომელიც მალევე შეივსო მდინარე შაგანის წყლის ნაკადით და ტბად ჩამოყალიბდა (როგორც ცნობილია,სულ საბჭოთა კავშირმა თავისი არსებობის განმავლობაში “სამშვიდობო მიზნებით” – 124 ატომური აფეთქება განახორციელა).”ატომური ტბის” ზედაპირის სრული ფართობი 5,92 კვადრატული კილომეტრია.წყლის მოცულობა 19,1 მილიონ კუბამეტრს შეადგენს,ხოლო მაქსიმალური სიღრმე – 100 მეტრის ექვივალენტია.საყურადღებოა,რომ ჩაგანის ტბაში არსებული წყალი რადიოქტიურია,რის გამოც მასში არა მხოლოდ ბანაობაა აკრძალული,არამედ მიახლოვებაც კი არაა რეკომენდირებული.საბჭოთა ხელისუფლება სახალხო სამეურნეო მიზნებისათვის იმავე მეთოდით კვლავაც აპირებდა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორმოცამდე ხელოვნური ტბის რეზერვუარის შექმნას,თუმცა ამას ხელი “წითელი იმპერიის” დაშლამ შეუშალა. – (ავტორი გენია.ჯი)