კიმ ჩენ ირი – “ეპიზოდი”
იმ დროს,როდესაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გაუბედურებულ მოსახლეობას უკიდურეს სიღატაკეში სძვრებოდა შიმშილით სული,ქვეყნის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული დიქტატორი-მმართველის – კიმ ჩენ ირის (1941-2011 წლები) უშუალო ბრძანებით,სპეციალურად იქნა ჩამოყალიბებული მანდილოსნებისაგან შემდგარი ჯგუფი,რომელთა ერთადერთ მოვალეობასაც,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,წარმოადგენდა ის,რომ მათ მკაცრად შეემოწმებინათ კორეელი ბელადისათვის მირთმეულ თეფშზე არსებული ბრინჯი.კერძოდ,კიმ ჩენ ირის თეფშზე არსებული ბრინჯის თითოეული მარცვალი უცილობლად ერთი და იმავე ზომისა და ერთი და იმავე ფერის უნდა ყოფილიყო.ბრინჯისაგან დამზადებული სუპების გარდა,ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავრის საყვარელი კერძები ძაღლისა და ზვიგენის ხორცისაგან დამზადებული კერძები გახლდათ.ალკოჰოლურ სასმელებს შორის კი იგი უპირატესობას ფრანგულ კონიაკს – “Hennessy”-ს ანიჭებდა. (ავტორი გენია.ჯი)