“ბერიას ორკესტრი”
მეტად სკანდალური ბიოგრაფიით სახელგანთქმული საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრისა და პოლიტბიუროს წევრის – ლავრენტი ბერიას (1899-1953 წლები) პირად დაცვას ძალიან უცნაური სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,ბერიას რეგიონებში მოგზაურობებისას,მისი დაცვა ძირითადად კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილებით გადადგილდებოდა.ასახდელზედიან მსუბუქ ავტომობილებში კი საბჭოეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის უსაფრთხოებაზე პასუხიმგებელ პირებს,გარეშე თვალის ასახვევად ავტომატური ცეცხლსასროლი იაღარები – ვიოლინოს ფუტლარებში ჰქონდათ მოთავსებული,ხოლო ხელის ტყვიამფრქვევები კი კონტრაბასების ფუტლარებში. და რადგანაც ისინი მუსიკალური ინსტრუმენტების ფუტლარებით ნიღბავდნენ სხვადასხვა სახის ცეცხსასროლ იარაღს,ბერიას პირად დაცვას – “ბერიას ორკესტრი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)