რატომ გვირჩევდა დეილი კარნეგი ბენჯამინ ფრანკლინის “ავტობიოგრაფიის” წაკითხვას?
1771 – 1790 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა ყველაზე ღვაწლმოსილმა ფუძემდებელთაგანმა – ბენჯამინ ფრანკლინმა (1706-1790 წლები),თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ მეტად საინტერესო ინფორმაციების შემცველი მემუარები დაწერა,რომლებიც სამწუხაროდ,გარდაცვალების გამო ბოლომდე ვერ დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მემუარები,სახელწოდებით – “ავტობიოგრაფია”,წიგნის სახით გამოცემული იქნა 1791 წელს,ავტორის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდგომ და უმალვე დიდი მოწონებაც დაიმსახურა.მასში პირადი ცხოვრების ნიუანსებისა და მისი პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის გარდა,ფართოდ არის მიმოხილული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების კონცეფცია,მისი პოლიტიკური ხედვები და ასე შემდეგ.თუმცა მემუარებში მოყვანილი ისტორიები მისი ცხოვრების მხოლოდ პირველ ეტაპს მოიცავს და სრულდება 1757 წლის მოვლენებით.მას შემდეგ,რაც ბენჯამინის “ავტობიოგრაფიას” გაეცნო დიდი ამერიკელი მწერალი,პუბლიცისტი და ფსიქოლოგი – დეილი კარნეგი,აღფრთოვანებულმა შემდეგი სიტყვებით გვირჩია მისი წაკითხვა:
“თუკი თქვენ გსურთ მიიღოთ შესანიშნავი რჩევები იმის შესახებ,თუ როგორ უნდა მიუდგეთ ადამიანებს,როგორ უნდა მართოთ საკუთარი თავი და სრულყოთ თქვენი პიროვნული თვისებები,წაიკითხეთ ბენჯამინ ფრანკლინის “ავტობიოგრაფია”,რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი ცხოვრებისეული ისტორიაა,რაც კი დღემდე დაუწერია ვინმეს”. (ავტორი გენია.ჯი)