იოჰან ტეცელი – “ეპიზოდი”

ინდულგენციებით მოვაჭრე დომინიკელი ბერი - იოჰან ტეცელი (1465-1519 წლები) ღვთის მოყვარულ ადამიანებს გამუდმებით არწმუნებდა,რომ – “ინდულგენცია” ბევრად უფრო ძლიერი ძალის მქონე და მნიშვნელოვანი ქრისტიანული მოვლენა გახლდათ,ვიდრე – ნათლობა. (ავტორი გენია.ჯი) გერმანიის ქალაქ ლაიფციგში ყოფნისას,წარმომავლობით საქსონელ სასულიერო პირთან – იოჰან ტეტცელთან ერთ-ერთი ადგილობრივი არისტოკრატი მივიდა და თხოვა ის ცოდვა შეენდო მისთვის,რომელსაც მომავალში ჩაიდენდა.ტეტცელი ლაიფციგელი არისტოკრატის თხოვნას გარკვეული საფასურის გადახდის შედეგად დათანხმდა და მასზე  ინდულგენცია გასცა.აღნიშნული ისტორიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იოჰანმა ლაიფციგი დასტოვა.მოულოდნელად მას გზაზე ის არისტოკრატი გადაუდგა,რომელზედაც რამდენიმე დღით ადრე ინდულგენცია გასცა.არისტოკრატმა დომინიკელი ბერი ფეხ ქვეშ გაიგდო და სასტიკად სცემა.როდესაც მისი ცემით გული იჯერა,მიწაზე დაგდებულ ტეცელს თავზე წამოადგა და ირონიულად ჩასძახა,რომ სწორედ ეს ცოდვა გამოისყიდა მისგან. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>