რომელი ეროტიული ესეს ავტორია – მარკ ტვენი?
როგორც ცნობილია,საყოველთაოდ ცნობილი და სკანდალურად გახმაურებული ეროტიული სიუჟეტების შემცველი მოთხრობათა კრებულის – “დეკამერონი”-ს ავტორი რენესანსის ეპოქის გენიალური იტალიელი მწერალი და პოეტი – ჯოვანი ბოკაჩოა (1313-1375 წლები).თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ თავისი “დეკამერონი”,გაჯერებული ეროტიულივე სიუჟეტებით,სახელწოდებით – “1601 წელი: საუბრები ბუხართან”,დაწერილი იქნა ისეთი დიდი ამერიკელი მწერლის მიერ,რომლის სახელიც ასოცირდება ტომ სოიერთან და ჰეკლბერი ფინთან. (ავტორი გენია.ჯი) მარკ ტვენმა (1835-1910 წლები) მის მიერ 1876 წელს ცოლის მალულად დაწერილ ეროტიულ ესეში ასახა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის – ელისაბედ I-ის და მისი ქვეშევრდომი მანდილოსნების საუბრები ბუხართან,რომლებიც ერთმანეთს უყვებიან თავიანთ სექსუალურ თავგადასავლებს.აღნიშნული ქმნილება ავტორმა თავად ელისაბედის მიერ ნაწარმოები დღიურის მიხედვით დაწერა.თუკი ესეს პირველი ნაწილი ეროტიული ხასიათისაა,მისი მომდევნო ნაწილი რელიგიასა და პოეზიაზეა აქცენტირებული.პირველად,მარკ ტვენის ნაწარმოები - ”1601 წელი: საუბრები ბუხართან” გამოქვეყნებული იქნა 1880 წლის აპრილის თვეში,თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ მის სიცოცხლეში,”ტომ სოიერის თავგადასავლისა” და “ფეკლბერი ფინის თავგადასავლის” მსგავსად,წარმატება წილად არ ხვდომია. – (ავტორი გენია.ჯი)
მარკ ტვენის ეროტიული ესე – “1601: საუბრები ბუხართან”