რუპერტ ჩოინერ ბრუკი – “ეპიზოდი”
რუპერტ ჩოინერ ბრუკი (1887-1915 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოეტს,რომელსაც ინგლისის ყველაზე ლამაზ და ლიტერატურის დარგში ყველაზე ნიჭიერ ადამიანად მოიხსენიებენ დღემდე. (ავტორი გენია.ჯი) რუპერტმა განსაკუთრებული პოპულარობა პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დაწერილი იდეალისტური სამხედრო სონეტების გამოქვეყნებით მოიპოვა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბრუკის მიერ 1914 წლის აგვისტოში დაწერილმა ერთ-ერთმა სონეტმა,სახელწოდებით – “ჯარისკაცმა”,იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ საერო მკითხველში,არამედ სასულიერო პირებშიც,რომ იგი 1915 წელს ლონდონში განთავსებული წმინდა პავლეს ტაძარში იქნა წაკითხული ღვთის მსახურების შემდგომ ჩატარებული ქადაგებისას.ეს კი თავის მხრივ,დამეთანხმებით,რომ მეტად უჩვეულო მოვლენა გახლავთ.სამწუხაროდ,ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირაში,ინგლისის ყველაზე ლამაზ და ლიტერატურის დარგში ყველაზე ნიჭიერ ადამიანად აღიარებულ პოეტს კოღოს კბენის შედეგად იმდენად საშიში ინფექცია განუვითარდა,რომ 1915 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)