სუგავარა-ნო მიტიძანეს შესახებ…

სუგავარა-ნო მიტიძანე (845-903 წლები) – წარმოადგენდა ჰეიანის პერიოდის სწავლულს,პოეტსა და მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეს,რომელიც მოგვიანებით მეცნიერების მფარველ ერთ-ერთ სინტოისტურ ღვთაებად აღიარეს. (ავტორი გენია.ჯი) იაპონიის დედაქალაქ კიოტოში არსებული ერთადერთი უნივერსიტეტის ხელმძღვანელის – მიტიძანეს ავტორიტეტი იმდენად გაიზარდ,რომ იგი იაპონიის იმპერატორმა საკუთარი სასახლის კარზე დაასაქმა და რამდენიმე წარმატებული რეფორმის ჩატარების შემდგომ – უდაიძინის თანამდებობაც უბოძა.სუგავარა-ნოს ავტორიტეტის კიდევ უფრო ზრდამ და კარიერულმა წინსვლამ ძალიან შეაშფოთა ის იაპონელი ფეოდალები,რომლებიც უკმაყოფილო გახლდნენ მის მიერ წარმოებული რეფორმებით.ამიტომ მათ გადაწყვიტეს პროვინციელი სახელმწიფო ჩინოვნიკის გზიდან ჩამოცილება და ამ საქმეში იმპერატორის ვაჟი – დაიგოც ჩაითრიეს.მათ იმპერატოირი დაარწმუნეს,რომ სიბრძნით განთქმული სწავლული ინტრიგებს აწყობდა სასახლეში,რათა სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა.შედეგად,სრულიად უდანაშაულო სუგარავა-ნო მიტიძანე სასახლიდან ერთობ ტექნიკური მეთოდით გააძევეს და იგი დაძაიფუს პროვინციული მთავრობის ხელმძღვანელად დანიშნეს.აღნიშნულმა ფაქტმა მიტიძანეზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა და მას შემდეგ,რაც დარწმუნდა,რომ დედაქალაქში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა, 903 წლის 26 მარტს აღესრულა.

დევნილობაში მყოფი სუგავარა-ნო მიძიტანეს გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე ხანში იაპონიის დედაქალაქი კიოტო შავი ჭირის საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა,რასაც სხვა ასეულობით ადამიანთან ერთად,მიძიტანეს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილე იმპერატორის ვაჟი – დაიგო ემსხვერპლა.ამ ფაქტმა კი ხალხში წარმოშვა შიში იმის შესახებ,რომ კიოტოში გავრცელებული ეპიდემია გამოწვეული გახლდათ ქალაქიდან უსამართლოდ გაძევებულ მოტიძანეს სულთან,რომელიც შურს იძიებდა მის მიმართ განხორციელებული უსამართლობის გამო.შავ ჭირს თან დაერთო ტაიფუნი და საშინელი წვიმები.ხალხის ცრურწმენა მას შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა,რაც საიმპერატორო სასახლეს მეხი დაეცა.სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა იაპონიის იმპერატორმა აწგარდაცვლილი მიტიძანე სინტოისტურ ღვთაებად ეღიარებინა და ასე მოენანიებინა მის წინაშე ჩადენილი დანაშაული.გარდა ამისა,იმპერატორმა თავის ყოფილ ქვეშევრდომს – “მთავარი მინისტრის” ტიტულიც უბოძა და იგი მეცნიერების,პოეზიისა და კალიგრაფიის მფარველ ღვთაებად გამოაცხადა.დღესდღეობით,”ამომავალი მზის ქვეყანაში” სუგავარა-ნო მიტიძანეს სახელზე რამდენიმე სინტოისტური ტაძარი ფუნქციონირებს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>