ცისი – “ეპიზოდი”
ჩინეთის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტიის ცინის წარმომადგენელი იმპერატორი ქალი – ცისი (1835-1908 წლები),სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებდა ხელში და ჩინეთის იმპერატორის – სიანფენის მთავარი ცოლი გახდებოდა,ეგრეთ წოდებულ “მეხუთე კლასის ხარჭას” წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი არ გამოირჩეოდა არც მაღალი გონებრივი შესაძლებლობებით და არც კარგი ფიზიკური მონაცემებით,რის გამოც მას იმპერატორი უიშვიათესად სტუმრობდა.შესაბამისად,მისი შანსი გამხდარიყო ამ უზარმაზარი იმპერიის მმართველის ცოლი,ფაქტიურად,ნულის ტოლი იყო.თუმცა ყველაფერი მას შემდგომ შეიცვალა,რაც ცისი სიანფენის უშვილო მთავარ მეუღლეს დაუმეგობრდა.სწორედ მან ურჩია ჩინეთის იმპერატორს ბავშვი ცისისგან გაეჩინა.იმპერატორმა მთავარი მეუღლის რჩევა გაითვალისწინა და 1856 წლის 27 აპრილს ქვეყნიერებას მოევლინა კიდეც ვაჟი,სახელად – ტუნჩჟი.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ცისის “კარიერული” აღმასვლა.მას შემდეგ კი,რაც 1861 წლის 22 აგვისტოს სიანფენი გარდაიცვალა,მთელი საიმპერატორო ძალაუფლება ოდესღაც მეხუთე კლასის ხარჭის – ცისის ხელში აღმოჩნდა.იგი ჩინეთის იმპერიას მთელი 50 წლის განმავლობაში მართავდა.მისი მმართველობის პერიოდი გამოირჩა იმ ადამიანების საშინელი ხოცვა-ჟლეტით,რომლებიც იმპერატორი ქალის გულისწყრომას იმსახურებდნენ.როგორც სხვადასხვა ისტორიული წყარო მოწმობს,ამ უსასტიკესმა ქალმა არა მხოლოდ უამრავი ქვეშევრდომი გაისტუმრა საიქიოს,არამედ ძალაუფლების დაკარგვის შიშით,თავისი ერთადერთი ვაჟიც კი მიზანმიმართული ქმედებებით იმსხვერპლა.ცისიმ ქვეყნიდან გააძევა ყველა უცხოელი და მკვლელობებით გზიდან ჩამოიშორა თითოეული ის ადამიანი,რომლებიც საიმპერატორო ტახტის შესაძლო პრეტენდენტს წარმოადგენდა.
მისი ძალაუფლება იმდენად უსაზღვრო იყო,რომ ნებისმიერი სკამი,რომელზეც ცისი დაჯდებოდა,საიმპერატორო ტახტად ცხადდებოდა და მასზე არათუ დაჯდომის,ხელის მოკიდების უფლებაც კი არავის გააჩნდა. 1908 წლის 15 ნოემბერს ჩინეთის პირისხლიანი იმპერატორი ქალი ინსულტმა იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)
სიანფენი
ტუნჩჟი