რა ამორალური განცხადება გააკეთა რობერტ მუგაბემ ზიმბაბვეს ოლიმპიური ნაკრების შესახებ?
როგორც ცნობილია,სულ ახლახანს ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში დასრულებული იქნა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები,რომელშიც აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში განთავსებული ქვეყნიდან – ზიმბაბვეს რესპუბლიკიდან წარგზავნილმა სპორტსმენებმა ვერც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი ვერ აიღეს (საუკეთესო შედეგი მერვე ადგილი გახლდათ). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ფაქტმა იმდენად განარისხა ზიმბაბვეს ექსცენტრიული და ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული მმართველი – რობერტ გაბრიელ მუგაბე,რომ ქვეყნის გენერალურ კომისარს სამშობლოში დაბრუნებული ზიმბაბვეს ოლიმპიური ნაკრების სრული შემადგენლობით დაკავება და მათი ციხეში გამოკეტვა დაავალა.თავად დიქტატორმა კი საკუთარი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების წევრების შესახებ საჯაროდ შემდეგი სახის ამორალური განცხადება გააკეთა:
“ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ფული დახარჯა იმ ვირთხებზე,რომელთაც ათლეტებად მოვიხსენიებთ.თუკი თქვენ მზად არ იყავით თავი გაგეწირათ რკინის ან სპილენძის მედლებისთვის მაინც (მუგამბეს მხედველობაში ჰქონდა მეოთხე-მეხუთე ადგილები),როგორც ეს ჩვენი უახლოესი მეზობელი ქვეყნის – ბოტსტვანას ოლიმპიური ნაკრების წევრებმა გააკეთეს,მაშინ საერთოდ რატომ წაეთრიეთ ოლიმპიადაზე და რატომ დახარჯეთ სახელმწიფოს ფული? ჩვენ რომ გვდომოდა ისეთი ადამიანები,რომლებიც ბრაზილიაში აჟღერებული ზიმბაბვეს ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს იმღერებდნენ,ასეთ შემთხვევაში იქ თქვენ კი არა,ჩვენს ულამაზეს გოგონებსა და ვაჟებს გავაგზავნიდით”.
როგორც ზიმბაბვეს ადგილობრივი მედია იუწყება,ყველა ხარჯს,რაც სახელმწიფომ ოლიმპიადისათვის გაიღო,თავად “ოლიმპიელი-ტურისტები” აანაზღაურებენ,თუნდაც ამისათვის მათ 10 წელიწადი დასჭირდეთ.ასეთი სახის განცხადება კი იმის მომასწავებელია,რომ ზიმბაბვეს ოლიმპიურ ნაკრებს სრული შემადგენლობით მოუწევს იძულებითი შრომის გაწევა განსაზღვრული დროით. (ავტორი გენია.ჯი)