რა ბედი ხვდა წილად სამშობლოს გამყიდველ ეფიალტესს?
როგორც უდიდესი ძველ ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ირწმუნებოდა,თერმოპილეს ვიწრო გასასვლელში ძვ.წ.აღ-ით 480 წელს გამართულ ლეგენდარულ ბრძოლაში,სპარტელთა და მათი ბერძენ მოკავშირეთა 4 200-იანი დაჯგუფება წინ აღუდგა მინიმუმ 80 000-იან სპარსულ არმიას. (ავტორი გენია.ჯი) ბრძოლის საბოლოო შედეგი ყველასათვის ცნობილია,უბრალოდ შეგახსენებთ,რომ ბრძოლის ველზე ლეონიდესთან და მის 4 000-ს გმირ თანამებრძოლთან ერთად 20 000 სპარსელი მებრძოლის ცხედარი ესვენა.ჰეროდოტესვე ცნობით,ამ ლეგენდარულ ბრძოლაში სპარტელების წინააღმდეგ ღალატში დადანაშაულებული იქნა არა მხოლოდ ყველასათვის ცნობილი – ეფიალტესი,არამედ ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების – კარისტოსის მკვიდრი – ონეტასი და ანტიკირას მკვიდრი – კორიდალუსი.თუმცა ჰეროდოტე ხაზს უსვამს იმას,რომ მარშრუტი,რომლითაც სპარსელები სპარტელთა ზურგში აღმოჩნდნენ,სწორედ ეფიალტესმა უჩვენა მტერს.ამასვე ადასტურებს ისიც,რომ ბერძნებმა ჯილდო დააწესეს არა ონეტასისა და კორიდალუსის,არამედ – ეფიალტესის მკვლელობაზე.მას შემდეგ,რაც სპარსელებმა მარცხი განიცადეს სალამინის ბრძოლაში,ეფიალტესი თესალიაში გაიქცა.ერთ-ერთი ვერსიით,სამშობლოსა და თანამებრძოლების გამყიდველ – ეფიალტესს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ძველ საბერძნეთში,საერთო სამლოცველოების დასაცავად შექმნილმა ტომთა და ქალაქ-სახელმწიფოთა კავშირმა – ამფიქტიონიამ.ამავე ვერსიის თანახმად,სპარსული ძღვენის მოლოდინში მყოფი ეფიალტესი ქალაქ ტრაჰინის მაცხოვრებელმა – ათენადესმა განგმირა.თუმცა,როგორც სხვადასხვა ისტორიული წყარო მოწმობს,ათენადესმა ეფიალტესი სამშობლოს ღალატის გამო კი არა,პირადი კონფლიქტის გამოისობით განგმირა.მიუხედავად ამისა,ჰეროდოტეს თუ ვერწმუნებით,ათენადესს სამშობლოს გამცემის მკვლელობისათვის დაწესებული ჯილდო მაინც გადასცეს. (ავტორი გენია.ჯი)