როგორი უსასტიკესი მეთოდებით უსწორდებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კორუფციაში შემჩნეულ პედაგოგებს?
მას შემდეგ,რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 1966 წელს მაო ძედუნის უშუალო ინიციატივით დაწყებული იქნა იდეოლოგიურ-პოლიტიკური კამპანიის სერია,სახელწოდებით – “კულტურული რევოლუცია”,ჩინელმა კომუნისტებმა მოზარდ და ახალგაზრდა თაობებს მოუწოდეს “სრულიად ამოეძირკვათ ძველი საზოგადოების ბოროტი და მავნე ჩვევები”. (ავტორი გენია.ჯი) ამავე პერიოდში ხელისუფლების მიერ დაწყებული იქნა კორუფციის წინააღმდეგ მასირებული შეტევა.ჩინელმა სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის ხელისუფლების მოწოდებას მხარი აუბეს და “კულტურული რევოლუციის” დასაწყისიდანვე მასირებული იერიში მიიტანეს იმ პედაგოგებზე,რომლებსაც კორუფციაში სდებდნენ ბრალს.სტატისტიკის თანახმად, 1966 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებული 91 სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლე-სტუდენტობამ ქუჩაში გაიყვანა და სასტიკად სცემა (უმრავლესობა ლურსმნებიანი კეტებით) კორუფციაში შემჩნეული ათეულობით პედაგოგი.ისინი მათ მანამ უსწორდებოდნენ,სანამ არ აღიარებინებდნენ ჩადენილ დანაშაულს ან არ მოკლავდნენ.გარდა ამისა,მოსწავლე-ახალგაზრდობის დიდი ნაწილი კორუფციაში შემჩნეული პედაგოგების ტანისამოსს მელნით სვრიდნენ,ხოლო დაფებზე მათ სახელებს კვეთდნენ და წითელ ჯვრებს უკეთებდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ასეთი სახის ძალადობის ჩადენაში სტუდენტებსა და მოსწავლეებს მაოს პირადი ბრძანებით ხელს არ უშლიდა ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურები.
ზემოაღნიშნულ პერიოდში ანუ “კულტურული რევოლუციის” დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში ამ ამაზრზენ ძალადობებს 18 ჩინელი პედაგოგის სიცოცხლე ემსხვერპლა.ბევრმა მათგანმა ესოდენ საშინელ დამცირებას ვერ გაუძლო და სიცოცხლე სუიციდითაც კი დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი)