უილიამ I დამპყრობელი – “ეპიზოდი”

მას შემდგომ,რაც ნორმანდიის ჰერცოგმა – უილიამ I დამპყრობელმა (1027-1087 წლები) ინგლისი დაიპყრო და ქვეყნის პირველი ნორმანი მეფე გახდა,წონაში იმდენად მოიმატა,რომ მისი ტარება მეფის განკარგულებაში არსებულ საუკეთესო ჯიშის ცხენებსაც კი უჭირდათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ უილიამს თავისი დიდი წონის გამო საფრანგეთის მეფე ფილიპ I ხშირად დასცინოდა.ინგლისის ნორმანი მეფის ზედმეტმა წონამ უილიამის პირადი ექიმი იძულებული გახადა იგი მკაცრ დიეტაზე დაესვა.თუ რამდენად იმოქმედა მეფეზე დიეტამ,ეს კარგად სჩანს შემდეგ ფაქტში: როდესაც თავისი დიდი წონის გამოისობით მოდუნებული უილიამ I დამპყრობელი გარდაიცვალა,მისი სხეულის სიდიდეს კუბომ ვერ გაუძლო და იგი ნაწილებად დაიშალა…

საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში,ქალაქ კანში დაკრძალული უილიამის საფლავი დაუდგენელმა პირებმა გახსნეს და ვანდალურად გაანადგურეს.იმ ფილის ქვეშ კი,რომელშიც ოდესღაც უილიამის მთელი სხეული განისვენებდა,დღესდღეობით მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ფეხის ძვალიღაა დარჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>