მაჩაპუჩარე
მაჩაპუჩარე – წარმოადგენს ჰიმალაის მთებში (ნეპალი) განთავსებული ანაპურნას მთის მასივის ერთ-ერთი ზღაპრული სილამაზის მქონე მთას, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან – 6 998 მეტრია. (ავტორი გენია.ჯი) რადგან მაჩაპუჩარე თავისი აგებულებითა და ფორმით ძალიან ჩამოჰგავს ალპების მთებში,იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე არსებულ მატერჰორნის მთას,მას ზედსახელად - ”ნეპალის მატერჰორნი” უწოდეს.ნეპალური ენიდან თარგმანით, – მაჩაპუჩარე – “თევზის კუდს” ნიშნავს.მთამ ეს სახელწოდება მასზე განთავსებული ორი მწვერვალის ფიგურის გამოისობით მიიღო,რომლებიც დასავლეთის მხრიდან ერთობ ჩამოჰგავს გიგანტური თევზის კუდს.ადგილობრივი მოსახლეობა მაჩაპუჩარეს – “წმინდა მთათ” მიიჩნევს,რადგან მათი რწმენით სწორედ იქ ცხოვრობს ინდუისტური ღვთაება – შივა.
1957 წელს ბრიტანელი ალპინისტების ჯგუფი ჯიმი რობერტსის ხელმძღვანელობით ამ ულამაზესი მთის მწვერვალის დალაშქვრას შეეცადა.თუმცა მაჩაპუჩარეს მწვერვალზე ასვლის ეს ერთადერთი შემთხვევაც წარუმატებლად დასრულდა.იმ პერიოდში მრავალმა ბრიტანულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ,თითქოს მათი თანამემამულეებისაგან დაკომპლექტებულმა ალპინსტების ჯგუფმა მოახერხა ამ ურთულესი მისიის შესრულება,მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.მართალია,ალპინისტებს მწვერვალამდე სულ რაღაც 40 – 50 მეტრი მანძილი აშორებდათ,თუმცა საშინელი კლიმატური პირობებისა და ურთულესი მარშრუტის გამო აღნიშნული მთის მწვერვალი მაინც დაულაშქრავი და შესაბამისად,ადამიანისათვის ხელშეუხებელი დარჩა. და რადგანაც ნეპალელთათვის მაჩაპუჩარე “წმინდა მთათ” მიიჩნეოდა,ქვეყნის ხელიუფლებამ 1957 წელს მის მწვერვალზე ალპინისტების ასვლა კატეგორიულად აკრძალა. (ავტორი გენია.ჯი)
ალპების მთებში განთავსებული – მატერჰორნი