ძველ რომაული სამართალი – “ეპიზოდი”
ძველ რომში ქორწინებას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნდა.იმ შემთხვევაში,თუკი წყვილი განქორწინებას გადაწყვეტდა,ისინი ვალდებული იყვნენ,რამდენიმე მოწმის თანდასწრების თანხლებით ეცნობებინათ თავიანთი გადაწყვეტილება საკუთარი ოჯახის წევრებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ,როდესაც განქორწინება ქალის ღალატის გამოისობით იყო გამოწვეული,მას მეორედ დაქორწინება ეკრძალებოდა.მამაკაცს კი ღალატის შემთხვევაში ქალისაგან განსხვავებით,ცოლის მეორედ შერთვის უფლება არ ერთმეოდა.ძველი რომის იმპერიის ზეობის ეპოქაში მამებს ოჯახში დედებზე გაცილებით დიდი უფლება გააჩნდათ შვილების საკითხებში.რომაული ტრადიციის თანახმად,როდესაც ოჯახში ბავშვი იბადებოდა,ახლად დაბადებულ პატარას მამის ფეხებთან აწვენდნენ.იმ შემთხვევაში თუკი ბავშვს მამა ხელში აიყვანდა,იმის მაუწყებელი იყო,რომ ბავშვს ოჯახში დარჩენის უფლება ენიჭებოდა.წინააღმდეგ შემთხვევაში კი უმწეო პატარას ნებისმიერ ბავშვის მსურველს “ჩუქნიდნენ”,ან სასიკვდილოდაც კი იმეტებდნენ.ამას ხელს უწყობდა რომაული სამართალიც,რადგან მამებს სრული იურიდიული უფლება ჰქონდათ თავიანთი შვილები არა მხოლოდ მონებად გაეყიდათ,არამედ მოეკლათ კიდეც.მას შემდეგ,რაც რომში ერთობ იმატა ბავშვების სიკვდილიანობამ,ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე,რომ დედები,რომლებიც ბავშვებს შობდნენ,დაეჯილდოვებინათ.ჯილდოს კი ბევრი რომაელი ქალისათვის საოცნებო რამ – “მანდილოსანის სრული იურიდიული დამოუკიდებლობა” წარმოადგენდა,რაც მათ უფლებას აძლევდა მამების,ძმებისა და ქმრების დესპოტური კონტროლისაგან განთავისუფლებულიყვნენ და საკუთარი ცხოვრება თავად ემართათ. – (ავტორი გენია.ჯი)