როგორ სჯიდა სპარტული კანონმდებლობა ლაჩარ სპარტელ მებრძოლებს?
დიდი ძველ ბერძენი ისტორიკოსისა და ანტიკური პერიოდის მწერლობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენლმა – ქსენოფონტმა (ძვ.წ.აღ-ით 427-355 წლები) არაერთი მნიშვნელოვანი ცნობები შემოგვინახა ლეგენდარული ძველ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო – სპარტის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის გახლავთ მეტად საინტერესო დოკუმენტი იმ სპარტელი მებრძოლების შესახებ,რომლებმაც ამა თუ იმ ბრძოლაში ლაჩრული ქმედება გამოავლინეს.ქსენოფონტის გადმოცემით ირკვევა,რომ სპარტელთა კანონმდებლობაში დეტალურად გახლდათ გაწერილი ის კატასტროფული შედეგები,რომელიც ლაჩარ სპარტელ მეომარს ემუქრებოდა ძველ სპარტელ სამოქალაქო საზოგადოებაში.აღნიშნულ პოსტში ჩვენის მხრივ,წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნული სპარტული კანონმდებლობიდან რამდენიმე მუხლს: ყველასაგან განკვეთილ სპარტელ მეომარს ქუჩაში გზა უნდა დაეთმო ნებისმიერი გამვლელისათვის; როგორც ცნობილია,სპარტელები დიდ მოწიწებას იჩენდნენ ასაკოვანი თანამემამულეების წინაშე,თუმცა ეს არ ეხებოდა ლაჩრობაში დადანაშაულებულ სპარტელ მეომარს რა ასაკისაც არ უნდა ყოფილიყო იგი.პირიქით,მას თავად უნდა დაეთმო ადგილი არა მხოლოდ მასზე ასაკოვანი სპარტელებისათვის,არამედ უმცროსი ასაკის მქონეთათვისაც კი; (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში თუკი ის დაქორწინებული არ გახლდათ თავისი ლაჩრული ქმედების ჩადენამდე,ფაქტობრივად,მისთვის ცოლის შერთვა გადაუჭრელ პრობლემად ხდებოდა,რადგან ასეთ კაცს ამ მხრივ არა მხოლოდ სპარტული სამართალი ზღუდავდა,არამედ ცოლად არც ერთი სპარტელი მანდილოსანი არ მიყვებოდა; ნებისმიერ სპარტელს,მათ შორის მანდილოსნებსა და ბავშვებსაც კი შეეძლოთ სასტიკად ეცემათ იგი იმ შემთხვევაში,თუ დაიწყებდა იმის მტკიცებას – ლაჩარი არა ვარო; საზოგადოებისაგან მოძულებულ ამ გაუბედურებულ სპარტელ მებრძოლებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვა სპარტელებთან არა მხოლოდ დაგომა და მათთან გაბაასება,არამედ კვებაც კი.
გარდა ქსენოფონტისა,აღნიშნული საკითხის შესახებ მეტად საინტერესო ცნობები მოგვაწოდა დიდმა ბერძენმა ისტორიკოსმა და ბიოგრაფმა – მესტრიუს პლუტარქემაც (56-127 წლები).იგი ირწმუნებოდა,რომ ლაჩრობასა და ბრძოლაში თანამებრძოლების მიტოვებაში მსჯავრდებული სპარტელი მებრძოლები იძულებული იყვნენ ნახევრად გაპარსული წვერ-ულვაშითა და სპეციალურად მათთვის დადგენილი ტანისამოსით ევლოთ.პლუტარქესვე გადმოცემის თანახმად,მრავალმა სპარტელმა ასეთ დამამცირებელ სიცოცხლეს სიკვდილი არჩია და საბოლოო ჯამში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.თუმცა იყვნენ ისეთებიც,რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე მაინც მტერთან ბრძოლას შესწირეს.მაგალითად,ასეთი პიროვნება გახლდათ “ლაჩარ არისტოდედ” წოდებული სპარტელი მებრძოლი,რომელმაც თავისი ადრინდელი დანაშაული ძვ.წ.აღ-ით 479 წელს მომხდარი პლატეის ბრძოლისას საკუთარი გმირობისა და სისხლის ფასად გამოისყიდა. (ავტორი გენია.ჯი)