იცით თუ არა,რომ
1. რომის პაპს 1292-1303 წლებში – ბონიფაციუს VIII-ს საფრანგეთის მეფის – ფილიპე IV ლამაზის სასტიკი თვისებებით სახელგანთქმულმა მრჩეველმა და სახელმწიფო ბეჭდის მცველმა – გიიომ დე ნოგარემ (1260-1313 წლები) არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,არამედ ოთხმოცდარვა წლის მოხუც პონტიფიკოსს თავისი რკინის ხელთათმანით სილაც კი გააწნა,რის შემდგომაც ნოგარეს პაპმა – “კატარის ნაშიერი” უწოდა. - (ავტორი გენია.ჯი)
2. მსოფლიოში დღემდე შემორჩენილ ყველაზე უძველეს სასაფლაოს,სახელწოდებით – “ში-ან-ბრუ”-ს ასაკი დაახლოებით 5 000 წელია და იგი განთავსებულია დასავლეთ ევროპაში მდებარე კუნძულოვან ქვეყანაში – ირლანდიაში.
3. მას შემდეგ,რაც ოსმალეთის იმპერიაში მონარქია იქნა გაუქმებული,ოსმალეთის იმპერიის ყოფილი მმართველების ოჯახის რამდენიმე წევრი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა.მათ შორის იყო 15 უცხო ენის მცოდნე – პრინცი ბაიაზიდი,რომელმაც ნიუ-იორკში ცხოვრების პერიოდში,თითქმის 45 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკარად იმუშავა.
4. “წითელ პლანეტად” წოდებულ – მარსს დედამიწისაგან განსხვავებით ორი თანამგზავრი ჰყავს.ერთი მათგანის სახელწოდებაა – “დეიმოსი”,რომელიც ძველი ბერძნული ენიდან თარგმანით – “საშინელებას” აღნიშნავს,ხოლო მეორე თანამგზავრის სახელწოდება კი – “ფობოსია”,რომელიც ასევე ძველ ბერძნულ ენაზე – “შიშს” აღნიშნავს.
5. ქაღალდის დასამზადებლად სპეციალისტები სულ 9 სახეობის ხეს გამოიყენებენ – ფიჭვს,ნაძვს,ლარიქსს,მურყანს,არყის ხეს,მთრთოლავ ვერხვს,ვერხვს,წიფელსა და სოჭს. – (ავტორი გენია.ჯი)
6. ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს გალაქტიკაში – ნეპტუნი,მზის გალაქტიკის ყველაზე ცივი პლანეტაა.კოსმოსური ქარებით სახელგანთქმულ პლანეტაზე საშუალო ტემპერატურა – 221 გრადუსი-ცელსიუსია.
7. ჩრდილოეთის ზომიერი სარტყლის წიწვოვანი ტყე – ტაიგა,რომელსაც უჭირავს ჩრდილოეთ ევრაზიისა დაჩრდილოეთ ამერიკის უზარმაზარი ტერიტორია,დედამიწაზე ყველაზე დიდი ერთიანი ბიოსისტემაა.
8. ანდების მთებსა და წყნარ ოკეანეს შორის მოქცეული ჩილეს რესპუბლიკა ერთადერთი სამხრეთ ამერიკული ქვეყანაა,რომელშიც შხამიანი გველები არ ბინადრობენ.
9. ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი დაარსებული იქნა IX საუკუნის მეორე ნახევარში კორდობის საამიროს მეხუთე ომაიანი არაბი ამირის – მუჰამედ I-ის მიერ.
10. ინგლისისა და უელსის მეფე – ედუარდ II პლანტაგენეტი მშნებლობების დიდი მოყვარული მონარქი იყო და მისი ხილვა ხშირად იყო შესაძლებელი ამა თუ იმ ნაგებობის მშენებელ მუშებს შორის. – (ავტორი გენია.ჯი)