ბაყაყი-ხარი – “ეპიზოდი”
1800 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა გეოპოლიტიკური მიზნებისათვის ავსტრალიის სანაპიროების გამოსაკვლევად გაგზავნა ორი გემისგან – “გეოგრაფისგან” და “ნატურალისტისგან” შემდგარი ექსპედიცია,რომელთაც სათავეში ედგა ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეზღვაური – ნიკოლა-თომა ბოდენი (1754-1803 წლები) და ფრანგი ადმირალი – ჟან ფელიქს ჰამელინი (1768-1839 წლები).მას შემდეგ,რაც აღნიშნული ექსპედიცია ავსტრალიის სანაპიროებზე გადავიდა,ისინი გაოგნებული დარჩნენ ბაყაყისებრთა ოჯახის უზარმაზარი მოცულობის მქონე წარმომადგენლის – “ბაყაყი-ხარის” სახეობის ხილვით. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის,”ბაყაყი-ხარები” წარმოადგენენ დედამიწაზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდი სახეობის ბაყაყებს,რომლებიც სიგრძეში ოცდახუთ სანტიმეტრამდე იზრდებიან,ხოლო მასით კი 450 გრამამდე იწონიან (ზოგიერთი ეგზემპლარი კი 600 გრამსაც კი იწონის).თუმცა მალევე ფრანგი ექსპედიციის წევრების გაოგნება ერთბაშად საშინელმა შიშმა შეცვალა,რადგან მათ გაიგონეს ბაყაყების ისეთი ხმა,რომელიც მათ მანამდე არასოდეს ჰქონდათ განაგონი.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ბასრი კბილების მქონე “ბაყაყი-ხარები” ნამდვილი ხარების ზმუილის ხმას გამოსცემდნენ.ექსპედიციის წევრებზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა ნანახმა და გაგონილმა,რომ მათ უმალვე დასტოვეს ავსტრალიის ის სანაპირო,სადაც ეს “მუტანტი” უკუდო ამფიბიები ბინადრობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ნიკოლა-თომა ბოდენი
ადმირალი ჰამელინი