რა მიზნით დაწერა ჰერბერტ უელსმა რომანი – “ტონო-ბენგე”?

1909 წელს ინგლისში გამოიცა დიდი ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის - ჰერბერტ ჯორჯ უელსის (1866-1946 წლები) დაწერილი ნახევრად-ავტობიოგრაფიული რეალისტური რომანი, სახელწოდებით – “ტონო-ბენგე”, რომელიც გაჯერებული გახლდათ სატირული ელემენტებით. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის, აღნიშნული რომანი მოგვითხრობს სტუდენტ – ჯორჯ პონდერვოზე, რომელიც თავის ამბიციურ ბიძას – ედუარდს ეხმარება, რათა მან შექმნას თითქოსდა ყველა დაავადების განსაკურნებელი წამალი – “ტონო-ბენგე”. ამ შენიღბული სამკურნალო წამლის დასამზადებლად კი პონდერვო მრავალ მავნე სტიმულატორულ საშუალებას იყენებს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ უელსმა “ტონო-ბენგე” დღეისათვის ეგზომ პოპულარული უალკოჰოლო გაზირებული სასმელის – “კოკა-კოლას” პროტოტიპად წარმოგვიდგინა.რომანის ავტორი ერთობ გაღიზიანებული იყო იმ მასიური სარეკლამო კამპანიით,რომელსაც “კოკა-კოლა” აწარმოებდა.ცნობილია ისიც,რომ აღნიშნული სასმელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფთიაქებშიც კი რეცეპტით გაიცემოდა,როგორც თავის ტკივილის,სპაზმებისა და დეპრესიის ერთ-ერთი სამკურნალო საშუალება.ჰერბერტ უელსი იმ თავითვე არ იზიარებდა ამ მოსაზრებას,რადგან დარწმუნებული იყო,რომ მავნე სტიმულატორებისაგან დამზადებული “კოკა-კოლა” ცუდ ზემოქმედებას ახდენდა მომხმარებელზე და აღნიშნავდა,რომ “კოკა-კოლას” არაკონტროლირებადი მოხმარება,რომელსაც არაკონტროლირებადივე რეკლამა უწყობდა ხელს,საბოლოო ჯამში ქვეყნიერების დასასრულსაც გამოიწვევდა.სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებების გამოისობით დაწერა ჰერბერტ უელსმა თავისი რომანი – “ტონო-ბენგე” და ამ მეთოდით ეცადა იგი დარტყმა მიეყენებინა “კოკა-კოლას”-თვის.თუმცა,როგორც დრომ აჩვენა,დიდი ინგლისელი მწერლის შეხედულება და მოწოდება კაცობრიობამ მაინც არად ჩააგდო და კიდევ უფრო მიეძალა – “აკრძალული ხილის” მირთმევას. (ავტორი გენია.ჯი)

ჰერბერტ უელსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>