კარლ კალერი – “ჩემი ცოლის საყვარლები”
“ჩემი ცოლის საყვარლები” – წარმოადგენს დიდი ავსტრიელი მხატვრის - კარლ კალერის (1855-1906 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით 1893 წელს დახატულ შესანიშნავ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე 180 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე 260 სანტიმეტრია.საყურადღებოა ის გარემოება,რომ 103 კილოგრამი მასის მქონე კარლ კალერის ნახატი დღემდე კატების თემაზე შექმნილი ყველაზე დიდი სურათია.აღნიშნულ თემატიკაზე ტილოს დახატვა ავტორს,რომელიც სან-ფრანცისკოს 1891 წელს ესტუმრა,ამერიკელმა მილიონერმა – ქეით ბიორდსელ ჯონსოსნმა შეუკვეთა.ერთ-ერთი ვერსიით მას სახელწოდება ქეითის მეუღლემ – რობერტ ჯონსონმა შეურჩია,თუმცა იგი მანამ გარდაიცვალა 1889 წელს პარიზში,სანამ მხატვარი სურათზე მუშაობას დაიწყებდა.აღნიშნულის გამო,ფაქტობრივად გამოირიცხება ის გარემოება,რომ სურათს სახელწოდება რობერტმა შეურჩია,თუმცა გასათვალისწინებელია,რომ რობერტი თავის სიცოცხლეში ხშირად ხუმრობით – “ჩემი ცოლის საყვარლების” სახელით მოიხსენიებდა თავისი მეუღლის საყვარელ ცხოველებს.
როგორც ცნობილია,კალიფორნიის შტატში განთავსებულ ჯონსონების საზაფხულო აგარაკზე,რომელსაც – “ბუენა-ვისტას” სახელით მოიხსენიებდნენ,რამდენიმე სახეობის ფრინველი და 350 კატა ბინადრობდა.მათგან 50 კატა უნიკალური სპარსული და ანგორული ჯიშისა იყო.”ბუენა-ვისტა”-ზე ჯონსონების წყვილს მოსამსახურეებისაგან შექმნილი სპეციალური შტატი ჰყავდათ დაკომპლექტებული,რომლთა მოვალეობასაც სწორედ რომ ვილაზე მობინადრე კატების მოვლა-პატრონობა წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) 1893 წლის მარტის თვეში კალერმა ტილოზე მუშაობა დაასრულა.იმავე წლის 2 დეკემბერს კი სურათის შემკვეთი ქალბატონი პნევმონიის შედეგად აღესრულა.გავრცელებული ვერსიის თანახმად,კატების ფანატიკოსმა მოყვარულმა ქალმა თავის ერთ-ერთ შორეულ ნათესავს 500 000 ამერიკული დოლარი უანდერძა მხოლოდ იმისათვის,რომ მას აგარაკზე მობინადრე კატებისათვის სათანადო ყურადღება მიექცია.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ სურათის ავტორს ასეთი ჟანრის ტილოს შეკვეთამდე არასოდეს უმუშავია კატების დახატვაზე.ამის გამო,კალერი სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა შემკვეთის მიწვევით “ბუენა-ვისტას” აგარაკზე,რა დროსაც შეისწავლა კატების ჩვევები და მათი გამოსახულებიანი უამრავი ესკიზი შექმნა.ჰონორარის სახით კარლმა შემკვეთისაგან 5 000 ამერიკული დოლარი მიიღო.
ტილოზე სულ 42 კატაა გამოსახული.ცენტრში წარმოდგენილია კატა,სახელად – “სულთანი”,რომელიც ქეითმა პარიზში ყოფნისას იყიდა 3 000 ამერიკულ დოლარად.სულთნის გვერდით ასახულია მეტად ლამაზი თეთრი ფერის კატა,რომელსაც “მისი აღმატებულება” ერქვა (კალერმა აღნიშნული კატის განცალკევებული სურათიც დახატა).მას შემდგომ,რაც ავტორი ტილოზე მუშაობას მორჩა,ქეითის უშუალო დასტურით იგი საჯაროდ პირველად წარმოდგენილი იქნა 1893 წლის “მსოფლიო გამოფენაზე” ჩიკაგოში,სადაც ნამდვილი სენსაცია გამოიწვია.
მიუხედავად ქეითის მიერ შორეულ ნათესავზე ანდერძის სახით 500 000 ამერიკულის დატოვებისა, 1894 წლის 1 თებერვლისათვის “ბუენა-ვისტას” აგარაკზე მხოლოდ 32 კატაღა იქნა შემორჩენილი.მათი ნაწილი აგარაკიდან გაიქცა,ნაწილი კი სხვა ოჯახების საკუთრება გახდა.მას შემდეგ,ჯონსონების საყვარელი კატების ბედის შესახებ ცნობილი არაფერია. 1894 წლის დასაწყისში ტილო შესყიდული იქნა ერნესტ ჰაკეტის მიერ.იგი მფლობელმა სან-ფრანცისკოში მდებარე საკუთარ არტ-სალონში განათავსა. 1906 წელს სან-ფრანცისკოში მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ სრულიად გაანადგურა ჰაკეტის არტ-სალონი,თუმცა საბედნიეროდ,კალერის მიერ შექმნილი ტილო – “ჩემი ცოლის საყვარლები” არ დაზიანებულა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ამავე კატაკლიზმებს საუბედურიდ,ემსხვერპლა თავად სურათის ავტორი – კარლ კალერი.მას შემდეგ კარლის გრანდიოზულმა ნამუშევარმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა.
2015 წელს ავსტრიელი მხატვრის ქმნილება – “ჩემი ცოლის საყვარლები” – 826 000 ამერიკულ დოლარად შეისყიდა “სოთბის” აუქციონზე ერთ-ერთმა ლოს-ანჯელესელმა კერძო პირმა და მას შემდგომ იგი იმავე ინკოგნიტო მფლობელის კერძო საკუთრებაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)