ალექსანდრე დიუმა – “ეპიზოდი”
ნარკოტიკული ნივთიერება – ჰაშიში, რომელიც კანაფისაგან მზადდება, საფრანგეთში პირველად ნაპოლეონ ბონაპარტის ეგვიპტეში ლაშქრობის შემდგომ ანუ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ იმ პერიოდში საფრანგეთში ჰაშიშის მოხმარების პიონერად გამოჩენილი ფრანგი ფსიქიატრი და კლინიკური ფსიქოფარმატოლოგიის ფუძემდებელი – ჟაკ ჟოზეფ მორო დე ტური (1804-1884 წლები) იქცა.მისი ინიციატივით პარიზში დაარსებული იქნა “ჰაშიშის მოხმარების ექსკლუზიური კლუბი”,რომელსაც მალევე მრავალი ცნობილი ფრანგი ინტელექტუალი შეუერთდა.მათ შორის ისეთი გენიალური ფრანგი ლიტერატორები,როგორებიც გახლდნენ – შარლ ბოდლერი,ვიქტორ-მარი ჰიუგო და ალექსანდრე დიუმა.მოგვიანებით,”ჰაშიშის მოხმარების ექსკლუზიური კლუბის” რამდენიმე სახელოვანმა წევრმა აღწერა კიდეც თავისი დამოკიდებულება ჰაშიშისადმი.
მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ ალექსანდრე დიუმა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ყველაზე პროდუქტიული შემოქმედებით სწორედ იმ წლებში გამოირჩეოდა,როდესაც იგი ”ჰაშიშის მოხმარების ექსკლუზიური კლუბის” წევრი გახლდათ.ამას ადასტურებს მის მიერ 1844-1849 წლებში (სწორედ ამ პერიოდში წარმოადგენდა ალექსანდრე ზემოაღნიშნული კლუბის წევრს) დაწერილი დიუმას უკვდავი ლიტერატურული ქმნილებები – “გრაფი მონტე-კრისტო”,”დედოფალი მარგო”,”ოცი წლის შემდეგ” და “სამი მუშკეტერი”,რომელშიც სხვათასორის,მოყვანილია ფაქტი,სადაც ბარონი ფრანც დ’ეპიკე ჰაშიშს ეწევა ნაწარმოების მთავარ გმირთან ერთად. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აღნიშნული პოსტი არავითარ შემთხვევაში არ ემსახურება – ჰაშიშის რეკლამირებას.ჩვენ უბრალოდ,ვაფიქსირებთ მხოლოდ იმ ფაქტებს,რომელთაც ადგილი ჰქონდათ ამა თუ იმ ცნობილი პიროვნების ბიოგრაფიაში. – (ავტორი გენია.ჯი)