ნიკოლო პაგანინი – “ეპიზოდი”
ინგლისის ქალაქ ბრისტოლში გასტროლებზე ჩასული ვირტუოზი იტალიელი მევიოლინე და კომპოზიტორი – ნიკოლო პაგანინი (1782-1840 წლები),რომელიც ეშმაკთან ხელშეკრულების დადებასა და მასონიზმში იყო დადანაშაულებული,ძალიან გულმოკლული დარჩა,როდესაც ბრისტოლის ქუჩებში მისი ვეება აფიშები იხილა მეტად შემზარავი შინაარსის მქონე წარწერებით:
“მოქალაქენო,აუტანელი ზიზღით გაუწყებთ ვინმე სინიორ პაგანინის კონცერტების დაწყებას ჩვენს ქალაქში.ამ უბედურებისა და განსაცდელის ჟამს,რაც ბედმა გვარგუნა,რათ უნდა ვუსმინოთ ამ სატანას? იმ დროს,როდესაც ევროპაში ხალხს შავი ჭირი მუსრს ავლებს,ვინ იქნება ისე უტიფარი,რომ უბედურთა დახმარების ნაცვლად კონცერტზე წავა? განა ამ უცხოელმა მევიოლინემ არ ჩამოიტანა ინგლისში საშინელი ავადმყოფობა, და ეს ყოველივე იმისათვის,რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქიდან ამოქაჩოს ფული,რომელიც შეიძლებოდა უბედურებს მოხმარებოდა.ნუ დაუშვებთ ბიწიერ შეცდომას,ნუ წახვალთ ამ მუსიკალური ურჩხულის მოსასმენად,რომელიც ჩამოვიდა უცხო ქვეყნიდან იმიტომ,რომ გაუმაძღარი ანგარებით მოატყუოს მიამიტი ბრისტოლელები”.
P.S. ცნობისათვის,აღნიშნულმა აფიშებმა,რომლებითაც მოფენილი გახლდათ ბრისტოლის ქუჩები,მართლაც დიდი გავლენა იქონია ქალაქის მოსახლეობაზე.კონცერტი კი,მართალია,შედგა,მაგრამ მას ძალიან მცირე რაოდენობით მსმენელი დაესწრო მას. (ავტორი გენიაჯი)