დედოფალა – “ეპიზოდი”
კვერნისებრთა ოჯახის პატარა ფიზიკური მონაცემების მქონე ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი - დედოფალა,რომელსაც მღრნელების განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ძველ რომში და შუა საუკუნეების ადრეული ეპოქის რიგ ევროპულ ქვეყნებში – მოშინაურებულ ცხოველს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მათი მოშინაურების უმთავრეს მიზანს თაგვებთან ბრძოლა წარმოადგენდა.მაგრამ მას შემდეგ,რაც ევროპაში ფართოდ იქნა გავრცელებული თაგვისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვესახეობის მღრნელები – ნაცრისფერი ვირთაგვები,რომლებთან ბრძოლაც დედოფალასათვის საკმაო სირთულეს წარმოადგენდა,ისინი ადამიანების მიერ ჩანაცვლებული იქნენ კატებითა და კვერნებით. (ავტორი გენია.ჯი)