პეტრე I – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მას შემდგომ,რაც პეტრე I-მა (1672-1725 წლები) რუსეთის სამეფო ტახტი დაიკავა,რამდენიმე ხანში ხელი მიჰყო ქალაქ სანკტ-პეტერბურგისა და ფლოტის გამალებულ მშენებლობას. (ავტორი გენია.ჯი) ძლიერი ფლოტილიის მშენებლობისათვის კი თავის მხრივ,აუცილებელი გახლდათ სამშენებლო მასალა.გემების აგებისათვის საჭირო ყველაზე მოთხოვნად მასალას – მუხისა და ფიჭვის ხეები წარმოადგენდა.იმ მრავალ საინტერესო და უჩვეულო ბრძანებას შორის,რომელიც პეტრემ თავისი გეგმის განსახორციელებლად გამოსცა,ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მაინც 1723 წელს გამოცემული ბრძანებულება გახლდათ.იმისათვის,რომ გემების ასაგები ნედლეულის დეფიციტი არ წარმოშობილიყო,პეტრეს ბრძანებით რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე მეკუბოვეებს კატეგორიულად აეკრძალათ მუხის ხისაგან კუბოების დამზადება.ამ მეთოდით რუსეთის იმპერატორი შეეცადა იმპერიის ტერიტორიაზე არსებული მუხის ხეები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საჭიროებისამებრ გამოყენებულიყო,რასაც მიაღწია კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)