ვინ იყო პლატონის საყვარელი ქალი?

სახელოვანი ძველ ბერძენი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე – დემოსთენე ამბობდა: “ყველა თავმოყვარე ბერძენს სამი ქალი ჰყავს: ცოლი – გვარის გასაგრძელებლად,მონა ქალი – სენსუალური (ანუ შეგრძნებებზე დამყარებული) სიამოვნებისათვის და ჰეტერო – სულიერი კომფორტისათვის”.თუკი სოფოკლეს შთაგონების წყაროს ჰეტერო ქალი – თეორიდა,მენანდრეს – გლიკერია,ხოლო ეპიკურეს – ლეონტიონი წარმოადგენდა,გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და სიცოცხლის მოყვარული მოაზროვნის – პლატონის (ძვ.წ.აღ-ით 428-347 წლები) მუზა იონიაში განთავსებული ქალაქის – კოლოფონის მკვიდრი ჰეტერო ქალი – არხეანასა გახლდათ (ერთ-ერთი ვერსიით,არხეანასი კურტიზანი იყო).პლატონი მასზე ასაკოვანი არხეანასათი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში მოიხიბლა.დიდი ფილოსოფოსი არა მხოლოდ ახალგაზრდა გოგონების,არამედ ასაკოვანი მანდილოსნების მოტრფიალეც გახლდათ,ამას დიოგენე ლაერტიც ირწმუნებოდა.მისი ცნობების თანახმად ირკვევა,რომ გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს არა ერთი სასიყვარულო რომანი გააჩნდა სხვადასხვა ასაკოვან ქალბატონთან.თუმცა მათგან ყველაზე დიდი გრძნობა პლატონში მაინც არხეანსმა გამოიწვია,რომელსაც ოთხ სტროფიანი ეპიგრამაც კი გაუგზავნა (შემდგომში პლატონმა მას ლექსიც უძღვნა).აღნიშნულ ეპიგრამაში ავტორი შენიშნავდა,რომ არხეანასას ნაოჭებიც კი გასაოცრად მწველი სიყვარულით იწვოდა.პლატონის თანამედროვეები აღნიშნავდნენ,რომ ის იმდენად იყო არხეანასის სიყვარულით თავგზააბნეული,რომ საკუთარ ფილოსოფიურ პრინციპებსაც კი გვერდს უვლიდაო.სხვადასხვა ისტორიული წყაროები მოწმობენ,რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა სუფევდა,რადგან არხეანასმა პლატონთან სარეცელის გაყოფაზე უარი განაცხადა.მიუხედავად ამისა,პლატონს იგი მაინც სიცოცხლის ბოლომდე თავდავიწყებით უყვარდა.მოგვიანებით,პლატონისა და არხეანასას უჩვეულო სიყვარულს დღეისათვის საყოველთაოდ ცნობილი სახელი – “პლატონური სიყვარული” ეწოდა.როგორც ცნობილია,ისტორია ერთობ დაუნდობელი რამ არის,რის გამოც,სამწუხაროდ,პლატონის საყვარელი ქალის პორტრეტმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>