ჰაჯიმი ფუძი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,იაპონიის სამხედრო საჰაერო ძალების პილოტი – ჰაჯიმი ფუძი,სხვა მრავალ თანამემამულეთა მსგავსად,”კამიკაძეებად” წოდებული პილოტი-თვითმკვლელი მოხალისეების რაზმში ჩაეწერა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მალევე,იგი კამიკაძეების სიიდან ამოიღეს.მიზეზად კი დასახელებული იქნა ის გარემოება,რომ ფუძის ცოლი და ორი შვილი ჰყავდა.მას შემდგომ,რაც ჰაჯიმის მეუღლემ გაიგო,რომ მისი ქმარი ცოლ-შვილის გამო კამიკაძეების “საპატიო” სიიდან ამოიღეს,მისი ღირსების დასაცავად მართლაც რომ გაუგონარი და ამაზრზენი ფაქტი ჩაიდინა: მან ჯერ ორივე შვილი დაახრჩო,ხოლო შემდგომ თვითონაც სუიციდით მოისწრაფა სიცოცხლე.ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ,ჰაჯიმი კვლავაც პილოტი-თვითმკვლელების რაზმში ჩაეწერა და 1945 წლის 28 მაისს ოკინავას რაიონში ამერიკულ გემ – “დრექსლერზე” თავდასხმისას დაიღუპა.ცნობისათვის,აღნიშნული თავდასხმის შედეგად – 158 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, 52 დაიჭრა,თავად გემი კი ჩაიძირა. (ავტორი გენია.ჯი)
ამერიკული ხომალდი – “დრექსლერი”