დიქოტომიური ალოე (კარპაჭის ხე)
დიქოტომიური ალოე (რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – კარპაჭის ხე) – წარმოადგენს ალოეს გვარის მარადმწვანე მცენარეს,რომელიც გავრცელებულია სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე (ნამიბიის სამხრეთით და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთით).უდაბოებსა და ქვა-ღორღიან ადგილებში მზარდი დიქოტომიური ალოე სიმაღლით 7-დან 9 მეტრამდე იზრდება და გააჩნია ერთ მეტრამდე სისქის მეტად მყარი ღერო.მიუხედავად მისი საკმაოდ მოზრდილი ფორმებისა,კარპაჭის ხედ წოდებული მცენარე ნამდვილ ხეს მაინც არ წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მცენარის გვირგვინი ერთობ დატოტვილია,რის გამოც ეწოდა კიდეც მას – “დიქოტომიური”,რაც თავის მხრივ – “განშტოებას” აღნიშნავს.კარპაჭის ხეს,ისევე როგორც სხვა ქვესახეობის ალოეებს,გააჩნიათ მკვრივი და წვენით გაჟღენთილი ფოთლები ეკლოვანი გარსით.გლუვი ტოტების ზედაპირი დაფარული აქვთ თეთრი ფხვნილის მაგვარი ნივთიერებით,რომელიც დიქოტომიურ ალოეს მზის მწველი სხივებისაგან იცავს.ივნისისა და აგვისტოს პერიოდში,როდესაც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი დგება,კარპაჭის ხე ყვავილობას იწყებს,რაც უნდა შევნიშნოთ,რომ მართლაც რომ საოცარი სანახავია.ეს კი თავის მხრივ მრავალ ტურისტს იზიდავს.
დიქოტომიურ ალოეს კარპაჭის ხედ იმის გამო მოიხსენიებენ,რომ ადგილობრივები იმთავითვე აღნიშნული მცენარისაგან ამზადებდნენ მათთვის საჭირო კარპაჭების დეტალებს.გარდა ამისა,მათ გამოიყენებენ სხვა დანიშნულებებისთვისაც.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ კარპაჭის ხეებს უდიდესი ეკოლოგიური ფუნქციაც აკისრიათ: მრავალი სახეობის მწერი,ფრინველი და ცხოველი იკვებება მათი მდიდარი ნექტარით; უამრავი ფრინველი იკეთებს ბუდეს დიქოტომიური ალოეს ტოტებში,რითაც ისინი თავიანთ ბარტყებს არა მხოლოდ მწველი მზის სხივებისაგან,არამედ მტაცებელი ცხოველებისაგანაც კი იცავენ. (ავტორი გენია.ჯი)
ნამიბიაში არსებული დიქოტომიური ალოეს ტყე ქვეყნის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.სამხრეთ აფრიკაში კი ისინი კანონით არიან დაცულნი. (ავტორი გენია.ჯი)