არიადნა ეფრონი (მარინა ცვეტაევას ქალიშვილი) – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირში განხორციელებულმა სასტიკმა სტალინურმა რეპრესიებმა არა მხოლოდ რიგითი ადამიანები შეიწირა,არამედ უამრავი ცნობილი პიროვნებაც იმსხვერპლა.აღნიშნულ პერიოდში პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრება დაწესებულ ნორმად მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) რეპრესიებს ვერ გადაურჩა ვერც საყოველთაოდ ცნობილი რუსი პოეტი ქალის – მარინა ცვეტაევასა და “თეთრი მოძრაობის” ოფიცრის – სერგეი ეფრონის ქალიშვილი -არიადნა ეფრონი (1912-1975 წლები).მთარგმნელი,მემუარისტი და მხატვარი ქალი – არიადნა, 1939 წლის 27 აგვისტოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლებმა დააკავეს და მას ბრალი დასდეს შპიონაჟში. 58-ე მუხლით მსჯავრდებულ ქალს სასამართლომ 8 წლით შრომა-გასწორებით კოლონიაში სასჯელის მოხდა მიუსაჯა.თუმცა,რაც ყველაზე მთავარია,გახლავთ ის,რომ გულით დაავადებულმა არიადნამ საბჭოთა ჩეკისტების უსასტიკეს წამებასა და ღირსების შემლახველ მოპყრობას ვერ გაუძლო და საკუთარი მამის წინააღმდეგ მისცა ჩვენება.შედეგად,სერგეი დააკავეს და მოსთხოვეს არა მხოლოდ მეგობრების,არამედ საკუთარი მეუღლის – მარინა ცვეტაევას წინააღმდეგაც კი მიეცა ჩვენება.ჩვენების მიცემაზე სერგეიმ კატეგორიული უარი განაცხადა.შედეგად, 1941 წლის 16 ოქტომბერს ქალიშვილის მიცემული ჩვენების საფუძველზე – სერგეი ეფრონი დახვრეტილი იქნა.მანამდე კი (1941 წლის 31 აგვისტო) სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მარინა ცვეტაევამ.არიადნა ეფრონის რეაბილიტირება 1955 წელს მოხდა. 1975 წლის 26 ივლისს იგი ინფარქტის მიღების შედეგად აღესრულა. (ავტორი გენია.ჯი)
მარინა ცვეტაევა
სერგეი ეფრონი