რა ბედი ეწია მსოფლიოში პირველ სუპერმოდელ ქალს – ოდრი მენსონს?

“ამერიკელ ვენერად” წოდებული კინოსა და თეატრის ამერიკელი მსახიობი და მოდელი ქალი – ოდრი მენსონი (1891-1996 წლები),რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა – თეოდორ რუზველტმა – “ამერიკის განსახიერება” უწოდა, 1910-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოდელი გახლდათ მსოფლიოში,რის გამოც იგი იქცა კიდეც პირველ სუპერმოდელად ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი) მხატვრებისა და მოქანდაკეების მიერ შექმნილი იქნა ოდრის ასეულობით ტილო და ქანდაკება.მხოლოდ ალექსანდრე სტირლინგმა მენსონის,როგორც მოდელის მონაწილეობით 95 სკულპტურა შექმნა 1915 წელს სან-ფრანცისკოში გასამართი მსოფლიო გამოფენისათვის.გარდა ამისა,”ამერიკელი ვენერა”-ს ფოტოები ამშვენებდნენ სხვადასხვა ფირმების სარეკლამო პოსტერებსაც.გადაღებული იქნა ოთხ ჰოლივოდურ ფილმში. 1916 წელს კი მისი პორტრეტი სულაც 10 ცენტიან მონეტებზე გამოსახეს.

1919 წელს ოდრი მენსონი ნიუ-იორკში გაემგზავრა დედასთან ერთად,რა დროსაც სასიყვარულო რომანი გააბა ნაქირავები ბინის პატრონთან – უოლტერ უილკინსონთან. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის შემდგომ აირია მსოფლიოში პირველი სუპერმოდელის ცხოვრება,რადგან იმისათვის,რომ უოლტერს მენსონი შეერთო ცოლად,მან გაუგონარი ქმედება ჩაიდინა: უილკინსონმა საკუთარი მეუღლე მხეცურად მოკლა…

მალევე მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული უოლტერი დააკავეს და ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს.ამ საზარელმა ფაქტმა მთელი ამერიკული პრესის ყურადღება მიიპყრო და მენსონი დიდ სკანდალში გაეხვია.მიუხედავად იმისა,რომ ოდრის უდანაშალობა გამოძიების მიერ იქნა დამტკიცებული,იგი ამერიკულმა საზოგადოებამ მაინც მოიძულა და ზურგი აქცია მას.შედეგად,”ამერიკელი ვენერა” მექსიკაში გადასახლდა და სამზარეულო ჭურჭლით ვაჭრობას მიჰყო ხელი.მენსონმა ვერ გაუძლო მის თავს დატრიალებულ შემზარავ მოვლენებს,რის გამოც 1922 წელს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა (თავი მოიწამლა).თუმცა გადარჩა.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ მას ფსიქიკური აშლილობის ნიშნები დაეტყო,რის გამოც ოდრის სასამართლომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დაუდგინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოდელი,ყველასაგან,მათ შორის ოჯახის წევრებისაგანაც კი აღმოჩნდა მიტოვებული.ერთადერთი ადამიანი,ვინც მას საავადმყოფოში ერთადერთხელ ეწვია,მენსონის მამა იყო,რომელიც ოდრიმ ვერ იცნო.ოდრი მენსონი 1996 წლის 20 თებერვალს ისე გარდაიცვალა,რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოდან არასოდეს გაუწერიათ.შესაბამისად,მისი ხანგრძლივი ცხოვრების (104 წელიწადი იცოცხლა) უდიდესი ნაწილი – 65 წელიწადი მსოფლიოში პირველმა სუპერმოდელმა ქალმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაატარა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>