როგორ იქცა ეკლიანი ბალახოვანი მცენარე – “ნარშავი” შოტლანდიის ეროვნულ ყვავილად?
როგორც ცნობილია,მსოფლიოში არსებული ქვეყნების უმრავლესობას არა მხოლოდ ეროვნული დროშა და გერბი,არამედ ეროვნულ სიმბოლოდ აღიარებული ყვავილიც გააჩნია.თუკი იაპონელთათვის ერთ-ერთ ეროვნულ სიმბოლოდ – ქრიზანთემა,შვეიცარიელთათვის – ედელვაისი,ვენესუელთათვის – ორქიდეა,ესტონელთათვის – ხახვისთავა,ხოლო მექსიკელთათვის – გეორგინა მიიჩნევა,შოტლანდიელებისათვის ამავე ფუნქციას რთულყვავილოვანთა ოჯახის ეკლიანი ბალახოვანი მცენარე – ნარშავი ასრულებს. (ავტორი გენია.ჯი) ძველი შოტლანდიური ლეგენდის თანახმად,დიდი ხნის წინათ,დანიელთა ლაშქარი შუა ღამისას შოტლანდიელთათვის სრულიად მოულოდნელად და მალულად მიადგა მათი მეფეების უმთავრეს ციხესიმაგრესა და რეზიდენციას.დანიელი მეომრები მაქსიმალურად ცდილობდნენ სიფრთხილის გამოჩენას,რათა ციხესიმაგრეში მყოფებს ისინი ვერ შეემჩნიათ.თუმცა უკუნ ღამეში ერთ-ერთმა დანიელმა მებრძოლმა ვერ შენიშნა ნარშავის ეკლიანი მცენარე და მას ისეთი ძალით დაადგა შიშველი ფეხი,რომ ტკივილისაგან მთელი ხმით შეჰყვირა.მისი ყვირილი კი უმალვე ციხესიმაგრის ბინადართა სმენას და განგაშიც ატეხეს.შედეგად,შოტლანდიელებმა დანიელები სასტიკად დაამარცხეს,ხოლო ნარშავია კი ეროვნულ ყვავილად აღიარეს. (ავტორი გენია.ჯი)