რა საოცრად აღწერა “უკრაინული ღამე” ნიკოლოზ გოგოლმა?!”
“იცით თუ არა თქვენ როგორია უკრაინის ღამე? ო,თქვენ არ იცით როგორია უკრაინის ღამე! ჩაუკვირდით მას: ზეცის შუაგულიდან მთვარე გადმოგყურებთ.ზეცის თვალუწვდენელი კამარა უფრო გაფართოებულა,უფრო თვალუწვდენელად გაშლილა.იწვის და სუნთქავს იგი.დედამიწა მთლად ვერცხლოვანი სინათლითაა მოსილი, და საუცხოო ჰაერი გრილი და შეხუთულიცაა,ვნებით აღსავსეც და სურნელების ოკეანესაც მიმოარხევს.ღვთაებრივი ღამე! მომხიბლავი ღამე! უძრავად,ზეშთაგონებულად დამდგარან ტყეები,აღსავსენი წყვდიადით, და გადმოუტყორცნიათ უზარმაზარი ჩრდილი.წყნარნი და მშვიდნი არიან ეს ტბები; მათ წყალთა სიგრილე და სიბნელე პირქუშად შეუპყრიათ ბაღთა მუქმწვანე კედელთ.შოთხვისა და ბლის გაუვალ ტევრებს კრთომით ჩაუყვიათ თავიანთი ფესვები წყაროს სიცივეში და ხანდახან ფოთლებს აჩურჩულებენ,თითქოს ჯავრობენ და შფოთავენ,როცა მშვენიერი ქარაფშუტა – ღამის ნიავი ერთი წუთით ეპარება და ჰკოცნის მათ.მთელ არემარეს სძინავს. (ავტორი გენია.ჯი) ზემოთ კი ყველაფერი სუნთქავს,ყველაფერი საუცხოოა,ყველაფერი საზეიმოა.სული განუზომლობასა და მშვენიერებას მოუცავს, და ვერცხლის ზმანებანი მწყობრად იბადებიან მის სიღრმეში.ღვთაებრივი ღამე! მომხიბლავი ღამე! აი,უცებ ყველაფერი გაცოცხლდა: ტყეებიც,ტბებიც,ველებიც.მედიდურად სჭექს უკრაინული ბულბული, და გეჩვენება,რომ თითქოს მთვარეც გატაცებით უსმენს მას ცის შუაგულში… მაღლობზე სოფელი სთვლემს მოხიბლულივით.მთვარის შუქზე ქოხები კიდევ უფრო თეთრად,კიდევ უფრო ძლიერ ქათქათებენ; წყვდიადში კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამონაკვთულან მათი დაბალი კედლები.სიმღერები მიწყდა.ირგვლივ სიწყნარეა.კეთილმორწმუნე ხალხს უკვე სძინავს.მხოლოდ აქა-იქ თუა განათებული ვიწრო სარკმლები. და მხოლოდ ზოგიერთი ქოხის კართან,დაგვიანებული ოჯახი შეექცევა თავის ნაგვიანევ ვახშამს”. – (ავტორი გენია.ჯი)