რა განაცხადა ფარუკ I-მა ეგვიპტის სამეფო ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ?
როგორც ცნობილია, 1922 წლის 28 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ფორმალურად სცნო ეგვიპტის დამოუკიდებლობა,რის შემდგომაც ქვეყანაში ნელა,თუმცა მიზანმიმართულად დაიწყო მონარქიული მმართველობის დასასრულის დასაწყისი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც ეგვიპტისა და სუდანის მეფე - ფარუკ I (1920-1965 წლები) სამხედრო გადატრიალების გზით ტახტიდან ჩამოაგდეს,ხოლო სულ რაღაც ერთ წელიწადში ეგვიპტე რესპუბლიკად იქნა გამოცხადებული,სამეფო ძალაუფლების დაკარგვით გაღიზიანებულმა ფარუკმა ერთი მეტად საყურადღებო,ირონიული და წინასწარმეტყველური განცხადება გააკეთა მსოფლიოში არსებული მონარქიების შესახებ: “2000 წლისათვის მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ხუთი მეფეღა დარჩება: აგურის მეფე,ყვავის მეფე,ჯვარის მეფე,გულის მეფე და ინგლისის დედოფალი!” – (ავტორი გენია.ჯი)