ტარიელ ხარხელაური – “ღიმილს მამადლი იაო”
გამწირე!
ღიმილს მამადლი -
შენც გამიმეტე იაო.
ავად ვარ,
ძლიერ ავად ვარ,
ვკვდები,
ძვლებს მიფქვავს ჭიაო.
რაკი სამზეოს ვბოგინობ,
რაკი თვალი მაქვს ღიაო.
გამხსენ,ჩამხედე,დობილო,
სუყველა მხრიდან მტივაო.
ამოვისუნთქე ფილტვიდან
სისხლის ნაფლეთი მცვივაო,
რაც უნდა ცეცხლი შემინთო,
ვეღარ გავთბები,მცივაო,
რას სჩადი,ღიმილს მამადლი,
ღიმილს მამადლი,იაო.