თედორე III – “ეპიზოდი”
რუსეთის ცარის – თედორე III-ეს (1661-1782 წლები) მმართველობის ეპოქაში,მისივე ინიციატივით რუსეთში ერთი მეტად უჩვეულო კანონი მოქმედებდა.აღნიშნული კანონის თანახმად,არავის გააჩნდა უფლება (თუნდაც ის ოჯახის წევრი ყოფილიყო) დუქანში მყოფი მთვრალი მოქალაქე იძულების წესით გაეყვანა დუქნიდან,თუნდაც მას იქ დებოში მოეწყო. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფოსთვის უმთავრეს მიზანს ხაზინის შევსება წარმოადგენდა და არად დაგიდევდათ იმას,რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი თავიანთი მწირი შემოსავლის უდიდეს ნაწილს დუქნებში ტოვებდა.იმ შემთხვევაში,თუკი მთვრალ მოქალაქეს ოჯახის რომელიმე წევრი მიაკითხავდა წასაყვანად,მასთან უმალვე ბოქაული ჩნდებოდა და როგორც ხაზინის დაზარალებაში ბრალდებულს,საბოქაულოში გზავნიდა.ზოგიერთ შემთხვევაში,”ავკაცობის ჩამდენს” (ასე უწოდებდნენ მათ) სასამართლო მარცხენა ხელისა და მარჯვენა ფეხის მოკვეთითაც კი სჯიდა.ეს ამაზრზენი სასჯელი პეტრე I-ის მმართველობის ჟამს იქნა გაუქმებული. (ავტორი გენია.ჯი)