იცით თუ არა,რომ
1. რუსეთის იმპერატორის – ეკატერინე II-ის მრავალრიცხოვან საყვარლებს შორის (ჩერნიშოვი,სალტიკოვი,პონიატოვსკი,ორლოვი,პოტიომკინი,ზუბოვი,მამინოვი და სხვები) მხოლოდ ერთადერთი იყო უცხოელი,თუმცა ისიც სლავური წარმომავლობის მქონე სერბი – სემიონ ზორიჩი (1745-1799 წლები). – (ავტორი გენია.ჯი)
2. ალბერტ აინშტაინი ირონიულად უყურებდა ღმერთსა და ეშმაკს: ერთი პლიუსია,მეორე მინუსიო, – ხუმრობდა ხოლმე იგი.
3. საერთო ჯამში სულ 30 სახარებაა დაწერილი,თუმცა მათგან მხოლოდ ოთხია ეკლესიის მიერ კანონიკურად აღიარებული (მათეს,ლუკას,მარკოზის და იოანესი).სხვა დანარჩენებს ეკლესია არ სცნობს,რადგან ცრუ და აპოკრიფულია.
4. გამოჩენილი რუსი მწერალი – ლევ ტოლსტოი საკუთარ თავს – “მკბენარს” უწოდებდა.
5. ლეგენდად ქცეული ამერიკელი ავტომწარმოებლის,ბიზნესმენისა და მილიარდერის – ჰენრი ფორდის მიერ გახსნილი ქარხნების კარებებზე თავდაპირველად შემდეგი სახის წარწერები იყო გაკეთებული: “არ დაგავიწყდეთ,ადამიანი ღმერთმა სათადარიგო ნაწილების გარეშე შექმნა!” – (ავტორი გენია.ჯი)
6. ძველი ბერძნები ერთმანეთს მისალმების ნიშნად გამარჯობას არ ეუბნებოდნენ.ისინი ამ სიტყვის ნაცვლად სიტყვა – გაიხარეს გამოიყენებდნენ.
7. დიდი უკრაინელი პოეტისა და ჰუმანისტის – ტარას შევჩენკოს (1814-1861 წლები) ძეგლი მსოფლიოს ოცდათორმეტ ქვეყანაშია აღმართული.
8. ტრაგიკულად დაღუპულ უელსის პრინცესას – დაიანას 17 ნათლული ჰყავდა.მათ შორის ერთი პატარა გოგონა “დაუნის სინდრომით” გახლდათ დაავადებული.
9. სამეჯლისო ცეკვის – “რუმბას” სამშობლო კარიბის ზღვაში მდებარე ქვეყანა – დომინიკის თანამეგობრობაა.
10. ბელგიის სამეფოში პრინცის სამეფო ტახტზე ასვლის პროცედურას მოიხსენიებენ არა როგორც – კორონაცია,არამედ როგორც – ინაუგურაცია. – (ავტორი გენია.ჯი)